ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი „ოპერაციის“ გაგრძელებაზე საუბრობს, ყველა მიზნის მიღწევამდე


დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესსპიკერი.
დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესსპიკერი.

რუსეთი თავის „სამხედრო ოპერაციას“ უკრაინაში გააგრძელებს იქამდე, ვიდრე ყველა მიზანი მიღწეული არ იქნება. დღეს ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ისაუბრა.

„ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების ხალხის დაცვაა. მათი დაცვისთვის ზომები მივიღეთ და გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია“ - განაცხადა პესკოვმა უკრაინის იმ რეგიონებზე, რომლებსაც რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან 100 დღის თავზე, მოსკოვის მთავარი სამიზნე ახლა სევეროდონეცკია - ქალაქი აღმოსავლეთ უკრაინაში, რომლეზეც რუსეთი მძლავრ თავდასხმას ახორციელებს, თუმცა უკრაინული ძალები წინააღმდეგობას უწევენ.

დასავლური ქვეყნების სადაზვერვო მონაცემებისა და პოლიტიკური შეფასებების მიხედვით, მიმდინარე ომის დასაწყისში, კრემლი მის მოგებას პირველ სამ დღეში გეგმავდა, თუმცა უკვე სამ თვეზე მეტი ხანია მიმდინარეობს.

გასული კვირების განმავლობაში, რუსეთმა თავისი ძალების კონცენტრაცია სევეროდონეცკში მოახდინა. ეს არის პატარა ქალაქი, მაგრამ მნიშვნელოვანი ქარხნით, რომლის დაპყრობაც რუსეთს დასახულ მიზანთან მიიყვანს - დაიკავოს ლუჰანსკის მთელი პროვინცია.

XS
SM
MD
LG