ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომის 100 დღის თავზე, მოსკოვის მთავარი სამიზნე სევეროდონეცკია


ირპინი, უკრაინა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში, შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მიერ დაპირებულ მოწინავე სარაკეტო სისტემიებთან სამუშაოდ, უკრაინელი ჯარისკაცები წვრთნებს ევროპაში უკვე გადიან.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან 100 დღის თავზე, მოსკოვის მთავარი სამიზნე ახლა სევეროდონეცკია - ქალაქი აღმოსავლეთ უკრაინაში, რომლეზეც რუსეთი მძლავრ თავდასხმას ახორციელებს, თუმცა უკრაინული ძალები წინააღმდეგობას უწევენ.

კიევი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონისა და ლონდონის მიერ დაპირებული სარაკეტო სისტემები, მომდევნო კვირებში, ბრძოლის მის სასარგებლოდ წარმართვაში დაეხმარება.

დასავლური ქვეყნების სადაზვერვო მონაცემებისა და პოლიტიკური შეფასებების მიხედვით, მიმდინარე ომის დასაწყისში, კრემლი მის მოგებას პირველ სამ დღეში გეგმავდა, თუმცა უკვე სამ თვეზე მეტი ხანია მიმდინარეობს.

გასული კვირების განმავლობაში, რუსეთმა თავისი ძალების კონცენტრაცია სევეროდონეცკში მოახდინა. ეს არის პატარა ქალაქი, მაგრამ მნიშვნელოვანი ქარხნით, რომლის დაპყრობაც რუსეთს დასახულ მიზანთან მიიყვანს - დაიკავოს ლუჰანსკის მთელი პროვინცია.

„ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ რუსულმა არმიამ ქალაქის სიღრმეში შესვლა მოახერხა... ისინი აკონტროლებენ ქალაქის უმეტეს ნაწილს“ - თქვა რეგიონის გუბერნატორმა, სერჰი გაიდაიმ გასულ ღამეს, მედიასთან საუბრისას.

გადაის განცხადებით, ქალაქის დაახლოებით მეხუთედი ახლა სადავო „რუხი ზონაა“. გასული დღეების განმავლობაში, უკრაინელი მებრძოლები ქალაქის ერთ რაიონში იყვნენ გამაგრებული, გარკვეული ქუჩებიდან რუსულ ძალებს უკანდახევა აიძულეს და ექვსი რუსი ტყვე აიყვანეს.

თუმცა, უკრაინის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ადრეა იმის თქმა, რომ ქალაქი „ჩამოსაწერია“, რადგან ის თავდაცვას აგრძელებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ გასული ღამის განმავლობაში, სევეროდონეცკში უკრაინულ ძალებს გარკვეული წარმატება ჰქონდა, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

ოლექსი რეზნიკოვმა, ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიდეო ჩართვით საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინული საარტილერიო ეკიპაჟები უკვე იწრთვნებიან ევროპაში, ახალი HIMARS და MLRS სარაკეტო სისტემებთან სამუშაოდ, რომლებიც ამ კვირის დასაწყისში, უკრაინას შეერთებული შტატები და ბრიტანეთი დაჰპირდა.

ვაშინგტონის მოლოდინით, მოწინავე სარაკეტო სისტემების მართვისთვის, დაახლოებით სამკვირიანი წვრთნები იქნება საჭირო. ეს არის რაკეტები, რომლებიც უკრაინას შესაძლოა დაეხმაროს, საარტილერიო ცეცხლსასროლი იარაღის ფრონტზე, უპირატესობა მოიპოვოს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრს ჰკითხეს, როდის შეძლებს კიევი, აღმოსავლეთ უკრაინიდან რუსული ძალების განდევნას. „ტაროს კარტი შინ დამრჩა... დანამდვილებით ვერ ვიწინასწარმეტყველებ, როდის გავყრით მათ. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ამის წელსვე შესრულება აბსოლუტურად რეალისტური გეგმაა“ - განაცხადა რეზნიკოვმა.

ომის 100 დღე და რუსეთის ცვალებადი სტრატეგია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:19:28 0:00

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG