ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიელი ამბოხებულები დედაქალაქ ტრიპოლისკენ ბრძოლებით მიიწევენ. მათი განცხადებით, ისინი ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის რეზიდენციისგან 30 კილომეტრში იმყოფებიან. ამბოხებულების თქმით, ისინი უკვე აკონტროლებენ დედაქალაქის სამ უბანს. მას შემდეგ რაც ტრიპოლიზე ნატოს საჰაერო ძალებთან ერთად შეტევები განახორციელეს. ამბოხებულები ტრიპოლისკენ ქალაქ ზავიადან დაიძრნენ. ამ სტრატეგიულ ქალაქზე კონტროლი მათ შაბათს დაამყარეს. ზავიასთან ერთად ამბოხებულებმა აიღეს ქალაქი ბრეგაც. მათ ტრიპოლის გამთენიისას შეუტიეს. ბენღაზიში მოქმედი ოპოზიციური გარდამავალი ეროვნული საბჭოს წარმომადგენლების განცხადებით, ბრძოლები მუამარ კადაფის რეზიდენციის საიხლოვეს მიმდინარეობს. თუმცა, ამ ცნობას დამოუკიდებელი წყაროები ვერ ადასტურებენ. კადაფის მთავრობის წარმომადგენელმა მუსა იბრაჰიმმა კი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა:

„ტრიპოლი კარგად დაცული ქალაქია. ჩვენ ათასობით პროფესიონალი ჯარისკაცი გვყავს, რომლებიც მზად არიან ქალაქის დასაცავად.“

ამავდროულად, ტუნისის მთავრობამ უკვე ოფიციალურად აღიარა ოპოზიციის გარდამავალი საბჭო, როგორც ლიბიელების ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო. რაც შეხება კადაფის, მან თავის მომხრეებს გუშინ რადიო მიმართვაში მოუწოდა, რომ ამბოხებულთა წინააღმდეგ მილიონობით ადამიანი უნდა გამოვიდეს. მან ამბოხებულებს „მოღალატეები და ვირთხები“ უწოდა.

XS
SM
MD
LG