ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამბოხებულების ულტიმატუმი


ამბოხებულების ულტიმატუმი

კადაფის ადგილსამყოფელი ისევ უცნობია

ლიბიის გარდამავალმა ეროვნულმა საბჭომ კადაფის სამხედრო ძალებს, რომლებიც ქალაქ სირტში არიან გამაგრებული, იარაღის დასაყრელად 4 დღე მისცა. საბჭოს ლიდერის მუსტაფა ჯალილის განცხადებით, თუკი ისინი ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, ამბოხებულები ქალაქს ძალით აიღებენ. ამავდროულად, ლიბიელი ამბოხებულები ალჟირის ხელისუფლებას ლიბიიის ლიდერის მუამარ კადაფის ცოლის და მისი სამი შვილის ექსტრადირებას სთხოვენ. კადაფის ოჯახმა ალჟირში შესვლა ორშაბათს შეძლო. ალჟირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კადაფის ცოლი საფია, ქალიშვილი აიშა და ორმა ვაჟი მოჰამედი და ჰანიბალი ალჟირში ავტომობილით გადავიდნენ. როგორც ალჟირის ოფიციალური პირები იუწყებიან მათ ამის შესახებ აცნობეს გაეროს გენერალურ მიდვანს და ლიბიის გარდამავალ ეროვნულ საბჭოს. მანამდე ამბოხებულებმა ალჟირს ბრალი დასდეს იმაში, რომ ალჟირი ლიბიის ერთადერთთი ჩრდილო აფრიკელი მეზობელია, რომელსაც გარდამავლი საბჭოს ლეგიტიმურობა ჯერ არ უღირებია და ჯერ კიდევ კადაფის რეჟიმს უჭერდა მხარს და აწვდიდა მას დაქირავებულ მებრძოლებს რევოლუციის ჩასახშობად. ოფიციალური ალჟირი ამ ბრალდებას უარყოფდა. თავად ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ადგილსამყოფელი უცნობია. შეერთებული შტატების მთავრობის განცხადებით, მათ არ მიუღიათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადაფიმ ლიბია დატოვა. ასვე უცნობია კადაფის იმ შვილების ადგილსამყოფელი, რომლებიც ქვეყნის მართვაში აქტიურ როლს ასრულებდნენ.

XS
SM
MD
LG