ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფისტების კოლონა ნიგერში გადავიდა


კადაფისტების კოლონა ნიგერში გადავიდა

ლიბიაში მუამარ კადაფის მომხრე ძალების ერთი ნაწილის ავტომანქანების კოლონამ მეზობელი ნიგერის საზღვარი გადაკვეთა. კოლონაში დაახლოებით 200 ავტომანქანა იყო. მიუხედავად ამისა, კადაფის ბოლო საყრდენ ქალაქთან ბრძოლები გრძელდება. ოფიციალური პირების განცხადებით, სამხედრო ავტომანქანა ნიგერის ქალაქ აგადეზში ჩავიდა. ავტოკოლონა ნიგერის დედაქალიქისკენ მიეშურება, რომელიც ბურკინა ფასოს საზღვართან ახლოს მდებარეობს. ორი კვირის წინ მუამარ კადაფის თავშესაფარი სწორედ ბურკინა ფასომ შესთავაზა, თუმცა ნიგერის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ავტოკოლონაში მუამარ კადაფი არ იმყოფება. მანამდე კი ლიბიის საზღვარი კადაფის დაცვის ბრიგადის მეთაურმა რამდენიმე ლიბიელთან ერთად გადაკვეთა. თავად მუამარ კადაფის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. ჯერჯერობით უცნობია იმყოფებოდნენ თუ არა მისი ნათესავები ნიგერიში ჩასულ ავტოკოლონაში. ამასობაში კი ბანი ვალიდში გამაგრებულ კადაფის მომხრეებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა იარაღის ჩაბარების თაობაზე, უკვე ამოიწურა.

XS
SM
MD
LG