ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის ახალი მთავრობამ ნავთობმრეწველობის აღდგენაზე ზრუნვა დაიწყო


ლიბიის ახალი მთავრობამ ნავთობმრეწველობის აღდგენაზე ზრუნვა დაიწყო

ნავთობსარეწი პუნქტების უმეტესობა უვნებლადაა გადარჩენილი.

სანამ ლიბიელი მეამბოხეები მუამარ კადაფის რეზიდენციის აღებას ზეიმობენ, სახელმწიფოს ახალი ლიდერები კიდევ უფრო რთული ამოცანის გადაწყვეტაზე ფიქრობენ. იმის მიუხედავად, რომ სიტუაცია ჯერ ისევ ცვალებადია, ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში აღდგენითი სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს.

ნავთობმრეწველობა ომამდელ ლიბიაში წამყვანი ინდუსტრია და შემოსავლის მთავარი წყარო იყო. ქვეყანას აფრიკის მთელ კონტინენტზე ნავთობის ყველაზე დიდი რესურსი აქვს. ასე რომ ნავთობის წარმოების აღდგენას და მისი ექსპორტის განახლებას ლიბიის სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის მთავარი დასახლებული პუნქტების დიდი ნაწილი დანგრეულია, ნავთობსარეწი პუნქტების უმეტესობა უვნებლადაა გადარჩენილი. სპეციალისტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმის თაობაზე, თუ რამდენ ხანში შესძლებს ლიბია ექსპორტის განახლებას. ანალიტიკოსი სამუელ ჩიზუკი თვლის, რომ ეს შეიძლება საკმაოდ სწრაფად მოხდეს.

„იენაი, რეფსოლი და სხვა კომპანიები, რომლებიც ნავთობის გადამუშავებას ყველაზე დიდი მოცულობით აწარმოებენ, თითქმის მთლიანად გადაურჩნენ ზარალს. ასე რომ სამხრეთ-დასავლეთში განლაგებული პუნქტები, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მუშაობას მალე განაახლებენ“ - აღნიშნავს ის.

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ნავთობის ფასები ლიბიაში განვითარებული მოვლენების გამო, საგრძნობალდ დაეცა.მუამარ კადაფისა და მეამბოხე ლიბიელების დაპირისპირებამ მსოფლიო ბირჟებზე ერთგვარი ასახვა ჰპოვა, ყოველივე ამან კი მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობაზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა.
აღსანიშნავია, რომ ლიბია ყოველდღიურად ერთი მილიონ რვაასი ათასი ბარელ ნავთობს აწარმოებს, რაც მსოფლიო წარმოების თითქმის ორ პროცენტს შეადგენს. ლიბიის ნავთობის იმპორტი ძირიტადად ევროპის ქვეყნებში ხდება,რომელთაგანაც ყველაზე მეტ ნავთობს იტალია მოიხმარს.
საერთაშორისო საზოგადოებამ ლიბიიას უკვე მიმართა დახმარების და აღმშენებლობის თანადგომით. გაერო მომავალ კვირას ლიბიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ შეხვედრას გამართავს.
ახლო აღმოსავლეთის დარგის ანალიტიკოსი მიშელ დუნი აღნიშნავს:

"დასავლეთის ქვეყნები მზად არიან თანხები გაიღონ ლიბიის დასახმარებლად, ვიდრე შემდეგ უდიდესი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდნენ."


დუნის თქმით, მუამარ კადაფის მილიარდობით გაყინული ანგარიშები და ნავთობის აქციები ასევე დიდ როლს ითამაშებს ლიბიის აღდგენით სამუშაოებში. ამ ეტაპზე საერთაშორისო საზოგადოება ამ საკითხზე მსჯელობს და უახლოეს ხანში კადაფის უზარმაზარ მემკვიდრეობას მისი ხელისუფლების მოწინააღმდეგე ლიბიელები ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში დახარჯავენ.




XS
SM
MD
LG