ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ლიბიას სანქციებს მოუხსნის


ევროკავშირი ლიბიას სანქციებს მოუხსნის

ევროკავშირის დიპლომატების განცხადებით, ლიბიის პორტებზე და ნავთობკომპანიებზე დაწესებული სანქციები სავარაუდოდ პარასკევიდან მოიხსნება. ამის თაობაზე წინასწარ შეთანხმებას ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ დღეს მიაღწია და ამის მიზანი ლიბიის გარდამავლი ეროვნული საბჭოსთვის დახმარების გაწევაა. ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ საბოლოო შეთანხმება სანქციების მოხსნის თაობაზე ხუთშაბათს გახდება ცნობილი.

პარალელურად, ათასობით ლიბიელი დედაქალაქ ტრიპოლის ქუჩებში მუსლიმთა წმინდა თვის რამადანის დასრულებას ზეიმობს. ამბოხებულთა ძალები კი ქალაქ სირტში გამაგრებულ მუამარ კადაფის სამხედრო ნაწილებს დანებებისკენ მოუწოდებენ. ამავდროუალდ, გუშინ, ნატოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ ქალაქ სირტთან სამხედრო ოპერაციას კადაფის ძალების წინააღმდეგ. პოლკოვნიკმა როლანდ ლავოიემ განაცხადა:

„როგორც გუშინ, ასევე ახლაც ჩვენ ავიამზიდიდან მივიტანეთ შეტევა სირიის გარშემო განლაგებულ რამდენიმე საზენიტო სამიზნეზე და სამხედრო ტრანსპორტზე,“ - განაცხადა ნატოს პოლკოვნიკმა.

XS
SM
MD
LG