ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრო-კადაფისა და მეამბოხეების შეტაკებების განახლების შესახებ ინფორმაცია ქალაქ ზლიტანიდან გავრცელდა.

დღეს, ლიბიის დედაქალაქში მუამარ კადაფის რეზიდენციასთან, ისევე როგორც დედაქალაქის რამდენიმე სხვა რაიონში აფეთქებებს ჰქონდა ადგილი.

პრო-კადაფისა და მეამბოხეების შეტაკებების განახლების შესახებ მოდის ინფორმაციაც ქალაქ ზლიტანიდან.

ლიბიის მთავრობის წარმომადგენელმა მუსა იბრაჰიმმა დაგმო ნატო საქმიანობა, რომელიც მეამბოხეებს საჰაერო რეიდებით ეხმარება.

იბრაჰიმის კრიტიკა თან ხდევს ცნობებს-ქალაქ ზავაიაში, ნატოს საჰაერო რეიდის შედეგად მისი ძმის დაღუპვის შესახებ.

ზავაია ტრიპოლიდან 50 კილომეტრის დაშრებით მდებარეობს. ამ ქალაქშიც მეამბოხეები და კადაფის ლოიალისტები ებრძვიან ერთმანეთს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტი-სამთავრობო ძალებმა ზავაიასა და საბრათაში ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების კონტროლი იგდეს ხელთ.

XS
SM
MD
LG