ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის ძალები ბრძოლას აგრძელებენ


კადაფის ძალები ბრძოლას აგრძელებენ
კადაფის ძალები ბრძოლას აგრძელებენ

ლიბიის გარდამავალი მთავრობის განცხადებით, მუამარ კადაფის მომხრე ძალებმა ქალაქ რანს ლანუფის ნავთოგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევის დროს 15 მცველი მოკლეს. დროებითი მთავრობის ინფორმაციით, კადაფის მებრძოლები ნავთოგადამამუშავებელ ქარხანას ავტომობილების კოლონით მიაუხლვდნენ და იქ მყოფ მცველებს შეუტიეს. ქარხანას დროებითი მთავრობის ძალები აკონტროლებენ. ბრძოლის შედეგად დაცვის ორი თანამშრომელი დაიჭრა. კვირას დროებითი მთავრობის ძალებს ბანი ვალიდთან კადაფის მებრძოლებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ გამოიყენეს ნაღმტყორცნები, გრადის ტიპის რაკეტები. ბრძოლაში ჩაერთნენ ასევე სნაიპრები, რომლებიც შენობების სახურავებზე იყვნენ გამაგრებულები. როგორც განვითარებული მოვლენები ადასტურებს, კადაფის ძალებს ჯერჯერობით კვლავ შესწევთ ძალა წარმატებით გაუწიონ წინააღმდეგობა დროებითი მთავრობის დანაყოფებს, რომლებიც ქვეყნის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ. ამავდროულად, ნიგერის მთავრობის განცხადებით, სამხედრო პატრულმა გზა გადაუჭრა ლიბიიდან მომავალ კოლონას, რომელშიც კადაფის ვაჟი საადი და კიდევ ცხრა ადამიანი იმყოფებოდა. თავად კადაფის ადგილსამყოფელი ისევ უცნობია.

XS
SM
MD
LG