ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბია-ამერიკის ურთიერთობები


ლიბია-ამერიკის ურთიერთობები

2008 წელს ლიბიაში ისტორიული ვიზიტის დროს, მაშინ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, ამერიკასა და ლიბიას შორის 20 წლის წინ შეჩერებული დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინა. მაშინ რაისმა განაცხადა, რომ მისი ლიბიაში ვიზიტი იმის ნიშანი იყო, რომ ამერიკას მუდმივი მტრები არ ჰყავს. იმავე წელს, ამერიკამ ლიბიაში ელჩი გაგზავნა, რაც 35 წლის მანძილზე პირველი მსგავსი გადაწყვეტილება იყო. ამით ორ ქვეყნას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან ერთად, აქტიურად დაიწყო მოლაპარაკებები თამანშრომლობაზე ბირთვული გაუვრცელებლობის, ვაჭრობის, კონტრტერორიზმისა და ეკონომიკური განვითარების სფეროებში.

მაგრამ, როგორც ამერიკის ელჩი ლიბიაში ბატომი ჯინ კრეცი ამბობს, მიუხედავად ურთიერთობის აღდგენისა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სინამდვილეში არ განვითარდა:

„ჩვენ ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი ნამდვილად დავიწყეთ, თუმცა ორ წელში რამდენიმე კრიზისის გადატანა მოგვიწია, რამაც ურთიერთობები ისევ გააფუჭა. ყოველთვის, როცა ურთიერთობებს ისევ დავალაგებდით, რაღაც ისეთი ხდებოდა რაც საქმეს აფუჭებდა და ამის შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება გვიწევდა.“

1980-იან წლებში ლიბიასა და ამერიკას შორის სამხედრო და დიპლომატიური დაპირისპირება მოხდა. ამერიკის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის „ახლო აღმოსავლეთის ცოფიანი ძაღლი უწყოდა.“ მან კადაფის ტერორიზმის მხარდაჭერაში დასდო ბრალი.

1988 წელს ლიბიის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტის დროს შოტლანდიაში ავიაკომპანია პანამის რეისი 103 ჩამოვარდა, რის შედეგადაც 270 დაიღუპა. გამოძიების საფუძველზე გაერომ ლიბიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

2003 წელს ლიბიამ განაცხადა, რომ წყვეტდა ბირთულ პროგრამაზე მუშაობას და ტერორისტების დაფინანსებას. ამასთან ერთად, ლიბია, რეისი 103-ის აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახებს კომპენსაციის გადახდაზე დათანხმდა.

მიუხედავად ამ განცხადებებისა, ვაშინგტონი ლიბიასთან ურთიერთობის აღდგენას არ ჩქარობდა. კადაფი კი თანამშრომლობისთვის მზად იყო. ექსპერტების ერთი ნაწილი იმასაც აცხადებს, რომ ლიბიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კონტრტერორიზმის სფეროში, რადგანაც კადაფი ისლამისტური ექსტრემიზმის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

მარკ კიმიტი ამერიკელი თადარიგის გენერალია. ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო სამხედრო-პოლიტიკურ საქმეებში. მისი თქმით:

„ყველას სურდა დაენახა როგორი მიმართულებით განვითარდებოდა ურთიერთობები. ლიბია იყო ქვეყანა, რომელიც დროთა განმავლობაში ტერორისტებს აფინანსებდა. მაგრამ მოგვიანებით ბირთვული პროგრამის განვითარება შეწყვიტა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარებოდა. ლიბიასთან, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ურთიერთობა უნდა დაგვემყარებინა.“

მას შემდეგ, რაც კადაფის მოწინააღმდეგე ძალებმა ტრიპოლი აიღეს, გამოჩნდა რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიდანაც ცხადი გახდა, რომ ამერიკა ლიბიაში აპირებდა ტერორიზმში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანის ექსტრადიციას. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ მათ ლიბიაში უდაოდ აწამებდნენ. ოფიციალური ვაშინგტონი ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ელჩი კრეცის თქმით, იმის გამო, რომ კადაფიმ ამერიკასთან ურთიერთობა რადიკალურად შეცვალა, ის სანაცვლოდ სამხედრო დახმარებას ელოდა. თუმცა, ვაშინგტონი არც ამ გადაწყვეტილების მიღებას ჩქარობდა:

„ჩვენ არაფერს დავპირებივართ. მათ ნუსხა მოვგაწოდეს. ეს ფაქტიურად რესტორანში ხელსახოცზე ჩამოწერილი სია იყო, რომელშიც ემ-16-დან (M-16 ავტომატური შაშხანა) დაწყებული ეფ-16 (F-16) მოიერიშე თვითმფრინავებით დამთავრებული ყველაფერი იყო ჩამოწერილი. ჩვენ ლიბიელებს ვუთხარით, რომ ამერიკა საქმეს ასე არ აწარმოებდა.

ვაშინგტონმა ელჩი კრეცი იანვარში გამოიწვია, მას შემდეგ, რაც ლიბიაში ანტი-ამერიკული დამოკიდებულებები კვლავ გამოიკვეთა.

ახლა კადაფის ნაცვლად ქვეყნას გარდამაგალი ეროვნული საბჭო მართავს და ელჩი კრეცი, რომელიც აქამდე ვაშინგტონში მუშაობდა კვლავ ტრიპოლიში დაბრუნებას აპირებს. შეკითხვაზე თუ როდის აღადგენდა ამერიკა ტრიპოლიში საელჩოს ელჩმა ღიმილით გვიპასუხა - „მალე.“

XS
SM
MD
LG