ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიელები ქვეყნის აღდგენას შეუდგნენ


ლიბიელები ქვეყნის აღდგენას შეუდგნენ

ლიბიის მომავალი და მისი აყვავება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ტიპის ქვეყნის მშენებლობას გადაწყვეტს თავად ლიბიელი ხალხი.

ტრიპოლის ცენტრში ჯერ კიდევ საზეიმო განწყობა სუფევს. ლიბიელები მუამარ კადაფის 42-წლიანი რეჟიმის აღსასრულს ზეიმობენ. თუმცა, ქალაქი თანდათან ცდილობს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. მოზეიმეთა შორის საქმიანად მოფუსფუსე ხალხსაც შენიშნავთ.ლიბიის დედაქალაქში სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო. ტრიპოლის ცენტრალური თანამედროვე სავაჭრო ცენტრის ერთი ნაწილი სარემონტო სამუშაოების გამო დახურულია. ის რამდენიმე კვირის წინ მიმდინარე ბრძოლების დროს დაზიანდა. სავაჭრო ცენტრის დანარჩენ ნაწილში კი მაღაზიები გახსნილია და ხალხი მათ შორის ჩანთებით ხელში ხმაურიანად მოძრაობს.თავისუფლება ყველგან და ყველაფერში იგრძნობა, ყოველწუთს და ყოველწამს. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩემი თავისუფლება და ხალხის თავისუფლება 42 წლის განმავლობაში იზღუდებოდა“ - ამბობს ლიბიელი

მამაკაცი.მის გვერდით მდგარი ქალბატონიც იგივე აზრისაა: „მადლობა ღმერთს და მადლობა ამბოხებულებს, რომ თავისუფლად შეგვიძლია აზრის გამოხატვა. ძალიან ძნელია ამ ბედნიერების სიტყვით გადმოცემა“ - ამბობს ის.

ცოტა მოშორებით, ქალაქის ძველ ბაზარზეც ხალხმრავლობაა. ნაჭრების გამყიდველი სირაჯ ბაშირ აიადი ამბობს, რომ რევოლუციის დროს ბიზნესი ჩაუვარდა. დღეისთვის კი მდგომარეობა ცოტა გამოსწორდა და იმედოვნებს, რომ მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

„ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში ტურიზმი გაიზრდება. ადრე ყველას უთვალთვალებდნენ. ყოველი ტურისტი უშიშროების ძალების მიერ კონტროლდებოდა. ახლა კი მეტი თავისუფლება იქნება და საქმეც უკეთ წავა“ - მიაჩნია ნაჭრების გამყიდველს.

მას იქვე მდებარე ოქროს მაღაზიის მფლობელიც ეთანხმება. აბდულ ჰამიდ სადიქ აბეაჰიც თვლის, რომ ტურისტების რაოდენობა ტრიპოლიში მოიმატებს და შესაბამისად მათი ბიზნესებიც უკეთ ამუშავდება. „ახალი მთავრობის დიდი იმედი გვაქვს, რომ ტურისტულ ცენტრებს, რომელიც კადაფის დროს უპატრონოდ იყო მიგდებული, უკეთ აამუშავებენ“- ამბობს ის.

ბატონი აბეაჰი ისეთ ადგილებს გულისხმობს, როგორიცაა მაგალითად ტრიპოლიდან სულ 100 კილომეტრის დაშორებით ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე რომაული ნანგრევები. როგორც ტურისტული ბიუროს გიდი, ოსამა მუჰამედ კრემა ამბობს, კადაფის დროს იქ მხოლოდ მინიმალური სამუშაოები ჩატარდა. ქალაქის 70 პროცენტი კი ჯერ კიდევ ქვიშით არის დაფარული.

ლიბიის ბიუჯეტის უმთავრესი ნაწილი ჯერჯერობით საწვავის ექსპორტის ხარჯზე ივსება. ჟურნალის რედაქტორი ფატი ბინ ისა ამბობს, რომ ლიბიის მომავალი და მისი აყვავება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ტიპის ქვეყნის მშენებლობას გადაწყვეტს თავად ლიბიელი ხალხი.

ყველაფერი მაშინ გაირკვევა, როდესაც გადავწყვეტთ, თუ როგორი სახელმწიფო გვინდა, რა ტიპის ეკონომიკური მმართველობა ჯობია. არჩევანი მართულ ეკონომიკას და თავისუფალ, საბაზრო ეკონომიკას შორის უნდა გაკეთდეს“ - ამბობს ჟურნალისტი.

სხვა მრავალ პოლიტიკურ საკითხთან ერთად ქვეყნის ეკონომიკური მართვის მოწყობა ლიბიის მომავალი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი გადაწყვეტილება იქნება.

XS
SM
MD
LG