ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში შეტაკებები გრძელდება


ლიბიაში შეტაკებები გრძელდება

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ტრიპოლიში ჩავიდა ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს მხარდაჭერის ნიშნად.

ლიბიის გარდამავალი მთავრობის შეაიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს უდაბნოში მდებარე ქალაქ ბანი ვალიდზე. გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტის მისადგომებთან.

დღევანდელი ბრძოლების შედეგად კიდევ უფრო გაფართოვდა საომარი რაიონების არეალი მუამარ კადაფის ერთგული ძალების წინააღმდეგ.

თვითმხილველთა განცხადების თანახმად ქალაქ სირტის თავზე ნატოს სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდნენ, როდესაც ქალაქში აფეთქებების და ძლიერი სროლის ხმა ისმოდა. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ბანი ვალიდშიც.

ეროვნული გარდამავალი საბჭოს მეომრებს კადაფის კარგად შეიარაღებული ერთგული ჯარისკაცები უწევენ წინააღმდეგობას.

ნიგერში ამ ქვეყნის და მალის მთავრობის ინიციატივით თუარეგის ტომის საკონტაქტო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც აჰმედ ჰაიდარა მეთაურობს. ეს ჯგუფი კადაფის მომხრე თუარეგის ტომის და ლიბიის ახალ ხელისუფლებას შორის ურთიერთობების დამყარებას ცდილობს. აჰმედ ჰაიდარას განცხადებით:

“ნიგერს ლიბიის სამოქალაქო ომის უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება სურს.“

ამასობაში თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ტრიპოლიში ჩავიდა ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს მხარდაჭერის ნიშნად. თურქთის ლიდერი 4 არაბულ ქვეყანას ეწვია. ტრიპოლის აეროპორტში მას ლიბიის გარდამავალი საბჭოს თავმჯდომარე მუსტაფა ჯალილი დახვდა.

XS
SM
MD
LG