ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის მედია თავისუფალია


ლიბიის მედია თავისუფალია

რადიო თავის მსმენელებს ქვეყნის პრობლემების შესახებ თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება აძლევს

ტრიპოლიში უკვე საღამოა და ხელმეორედ გახსნილი რადიო შაბაბიას ეთერში აჯანყებულთა შესახებ, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ჩამოაგდეს, სპეციალური გადაცემა მიმდინარეობს.

ასეთი გადაცემის არსებობა, სულ რაღაც ერთი თვის წინ წარმოუდგენელი იყო. მაშინ, მთავრობის საკუთრებაში მყოფი რადიო- სადგური, მხოლოდ კადაფის პროპაგანდას ეწეოდა.

გადაცემის წამყვანი მუსტაფა აბდულ სამადი ამბობს რომ კადაფის მმართველობის დროს ის გასართობი პროგრამების განყოფილებაში მუშაობდა, რითაც ერთგვარად თავს იზღვევდა პოლიტიკური საკითხების გაშუქებისაგან. მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა.

„ჩვენ ყველაფრის კრიტიკის უფლება გვაქვს. ადამიანებს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას ვაძლევთ; მათ, ყოველგვარი შიშის გარეშე, ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ მსჯელობა" - განაცხადა აბდულ სამადმა.

რადიოსადგურის 25 წლის დირექტორი ველიდ ელლაფი ყოფილი მეამბოხეა. მისი თქმით, რადიოს დღეს ახალი როლი აკისრია, კერძოდ, მსენელებს, ქვეყნის პრობლემების შესახებ თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებას აძლევს და მთავრობას ცვლილებების განსახორციელებლად მოუწოდებს.

„პატარა ჯიჰადმა ან თუნდაც ბრძოლამ, მთლიანად მმართველობის რეჟიმი შეცვალა. დიდი ჯიჰადი კი საზოგადოების განვითარებაზე ზრუნავს,-“ აღნიშნავს ველიდ ელლაფი, რომელიც სულ რამოდენიმე თვეში ტელევიზიის გახსნასაც გეგმავს.

ქალაქის მეორე მხარეს, სამი რედაქტორი რედაქციად გადაკეთებულ მაღაზიაში, ტრიპოლის პირველ დამოუკიდებელ გაზეთს გამოსაშვებად ამზადებს, რომელსაც „ზღვის პატარძალი“ ეწოდება. ადგილობრივები ტრიპოლის ამ ზედმეტსახელით მოიხსენიბენ.

რედაქტორი ფატი ბენ-ისა ბიზნესის სფეროში 30 წელია მუშაობს. იგი ყოფილი რეჟიმის ცენზურის ქვეშ ხშირად ყოფილა, რომელსაც, ერთ დროს, მთავრობის ჩამოგდების ბრალდებით სიკვდილით დასჯაც კი მიუსაჯეს.

აჯანყების დროს, მან კადაფის საწინააღმდეგო ბუკლეტებიც დაბეჭდა. აჯანყებულთა მიერ დედაქალაქის დაკავების შემდეგ, მან თავისი პირველი გამოცემა ტრიპოლის ქუჩებში გაავრცელა.

ბენ-ისა, ნებისმიერ შეხედულებას, მათ შორის ახალი მმართველობის კრიტიკასაც, თავისი გაზეთის ფურცლებზე ათავსებს.

მისი თქმით, ლიბიელებს, ევროპელი ხალხის მსგავსად, აქამდე არ ქონიათ შესაძლებლობა საკუთარი აზრი საჯაროდ გამოეხატათ, ამიტომ სურს თავისი გამოცემა იდეოლოგიის ბრძოლის ველად გადააქციოს.

პარალელურად კი, რადიო გადაცემის წამყვანი აბდულ სამადი აცხადებს რომ ახალი თავისუფლება ახალ ვალდებულებებს აკისრებთ:

„ამ სახის თავისუფლება ჩვენ ყველას დიდ პასუხისმგებლობას გვავალებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. ჩვენ ლიბია უნდა ავაღორძინოთ,-“ აცხადებს აბდულ სამადი.

მედიის პიონერები იმასაც აღნიშნავენ, რომ ლიბელმა ხალხმა არ იცის სამოქალაქო ინსტიტუტების დანიშულება დემოკრატიის განვითარებისა და დაცვის საკითხში, რასაც ასე ესწრაფვიან. სწორედ ამიტომ, ისინი თლიან, რომ გასაკეთებელი ძალიან ბევრია, რისთვისაც ახლა, სტუდიებსა და საინფორმაციო საშუალებებში დაწყებულ კონკურენციას, კეთილგანწყობით ეგებებიან.

XS
SM
MD
LG