ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეამბოხეები კადაფის მშობლიურ ქალაქს უტევენ


მეამბოხეები კადაფის მშობლიურ ქალაქს უტევენ

ლიბიის ყოფილი ლიდერის ადგილსამყოფელი უცნობია, თუმცა როგორც მისი წარმომადგენელი მუსა იბრაჰიმი აცხადებს კადაფი ლიბიაში რჩება.

ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს მეომრები მუამარ კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტზე ახალი იერიშისთვის ემზადებიან, მას შემდეგ, რაც მათ პირველი შეტევით ვერ შეძლეს ამ ქალაქის აღება.

ლიბიის ყოფილი ლიდერის ადგილსამყოფელი უცნობია, თუმცა როგორც მისი წარმომადგენელი მუსა იბრაჰიმი აცხადებს, კადაფი ლიბიაში რჩება. მისი თქმით ნატოს ავიაციის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, სირტში 350 ადამიანი დაიღუპა.

ამასობაში თურქეთის ავიაციამ პარაშუტების მეშვეობით, 22 ტონა ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა ქალაქ ბანი ვალიდის მცხოვრებლებს. ამ ქალაქში კადაფის მომხრეები არიან გამაგრებულნი.

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს დახმარება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. პარასკევს ლიბიას თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერდოღანი ესტუმრა ახალი მთავრობის მხარდაჭერის ნიშნად.

XS
SM
MD
LG