ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაზე შეტევა და ზეწოლა გრძელდება


ლიბიაზე შეტევა და ზეწოლა გრძელდება

ლიბიის დედაქალაქში ნატოს ოპერაციების დაწყებიდან ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური საჰაერო შეტევა განხორციელდა. თვითმხილველთა თქმით, მათ ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის რეზიდენციის თავზე კვამლიც შენიშნეს. ნატოს ოპერაციების პარალელურად მსოფლიოს ლიდერები აგრძელებენ ზეწოლას კადაფის მთავრობაზე. დღეს ევროკავშირმა ახალი გეგმის შესახებ გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც კონტროლი უწესდება ლიბიის კიდევ 6 პორტს, რაც კადაფის რეჟიმზე სანქციების განხორციელებას შეუწყობს ხელს. დღესვე რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის სპეციალური წარმომადგენელი ბენღაზიში ლიბიის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. მიხაილ მარგელოვის თქმით, მოსკოვი დაინტერესებულია, რომ ლიბია სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფო და საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი გახდეს.

XS
SM
MD
LG