ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კამერების კორიდორი და ტაში - ტვ პირველის ოპერატორი დაკრძალეს


ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ცოტა ხნის წინ თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიას ათასობით ადამიანი ესწრებოდა.

36 წლის ტელეოპერატორი უკანასკნელ გზაზე ოჯახთან ერთად კოლეგებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააცილეს.

ცხედარი საცხოვრებელ სახლთან კამერების კორიდორში გამოატარეს, კორიდორი, რომელიც მას კოლეგებმა სხვადასხვა არხიდან მოუწყვეს.

ლექსო ლაშქარავა დაკრძალეს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:00 0:00


ამის შემდეგ მსვლელობით, ლექსო ლაშქარავა საბურთალოს სასაფლაოზე გადაასვენეს და ის მამის გვერდით დაკრძალეს. ლაშქარავა 11 ივლისს გარდაცვლილი დედამ იპოვა.

"ტვ პირველის" ოპერატორს 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. მას 15 წუთის განმავლობაში 10-ზე მეტი ადამიანი ურტყამდა, რის გამოც მას სახის ძვლები და თვალი დაუზიანდა. თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე "სირცხვილიას" შენობასთან მოხდა. თავდამსხმელები სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას და ოპერატორს ლექსო ლაშქარავას.

შს სამინისტრო "შუალედური დასკვნის" საფუძველზე ამბობს, რომ შესაძლოა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას უკავშირდებოდეს.

ჟურნალისტებმა და ოპერატორმებმა დღეს თბილისში მთავრობის ადმინისტრაციაში აქცია-პერფომანსი გამართეს. მათ ბრიფინგების ოთახში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადების დროს, მის წინ ადგილები დაიკავეს და პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

უკვე მესამე დღეა თითქმის ყველა მედიასაშუალება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვს.

თბილისში ამ მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციებიც იმართება. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 11 ივლისს ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა და 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა მედიაორგანიზაციების 53 თანამშრომელი სასტიკად სცემეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG