ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გარდამავალი მთავრობა" - საპრლამენტო ოპოზიციის ნაწილი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე საუბრობს


საპარლამენტო ოპოზიციის ნაწაილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გადადგეს.

„ვაპროტესტებთ ჟურნალისტებზე თავდასხმას, რუსულ კურსს, შარლ მიშელის დოკუმენტის არშესრულებას, მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობიდან” გადმოიბარეს და ჩააცემენტეს“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზი ხმაურის ფონზე ფრაქციის “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრებთან ერთად დატოვა.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავალი მშვიდობიანი პროტესტი, პრემიერის გადადგომა და არჩევნებამდე გარდამავალი მთავრობაა.

„ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენი გუნდის ლიდერია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად, ვერც „ლელოს“ ინიციატივა, მით უმეტეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ვერაფერს შეცვლის“
ანრი ოხანაშვილი

“გამოვედით სხდომათა დარბაზიდან იმიტომ, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ტარდება, რუსული რიტორიკა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ივანიშვილის ჩაწოდებით ახორციელებს ამ ქვეყაში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცებას და დაპირისპირებას. მოვითხოვთ ამ პროცესის შეჩერებას. ერთადერთი სწორი მექანიზმია პრემიერის გადადგომა.

“ქართულ ოცნებას” მოუწევს ამ პროცესსზე პასუხისმგებლობის აღება. იქნებიან მარტო ამ პარლამენტში. ღარიბაშვილი და მთავრობა მიაქანებს ქვეყანას უფსკრულისკენ. მათი მესიჯბოქსი არის ფუჭი. გამოსავალი არის მშვიდობიანი პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარებაზე, მანამდე “ქართული ოცნება” იქნება მარტო”, - განაცხადა ხაზარაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ფრაქცია „ენმ - ძალა ერთობაშია” პარლამენტში მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესსა და არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მიიღებს მონაწილებას. „ენმ“ „ფაშისტების დაჟგუფებასთან თანამშრომლობას წყვეტს“ - აცხადებს დეკანოიძე.

„ამ რუტინულ პროცესში, რომელიც ამ ფარისევლულ, ყალბ პარლამენტშია, მონაწილეობას არ გავაგრძელებთ. ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან და ჟურნალისტებთან ერთად. ასე ვერ გაგრძელდება. მონაწილეობას მივიღებთ პარლამენტში მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს მთავარობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხსს. ასევე მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრაში, რა გულისხმობს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. სხვა შემთხვევაში, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამ ფასრისევლობაში მონაწილეობას და ფაშისტების დაჯგუფებასთან თანამშრომლობას წყვეტს” - აცხადებს დეკანოიძე.

"უნდობლობა „ლელოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხანია გამოუცხადა ქართველმა ხალხმა. ვერანაირი უნდობლობის პროცესს ვერ წარმართავენ“ - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „ლელოსა“ და „ენმ“-ის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

"გამოსავალი არის მშვიდობიანი პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარებაზე, მანამდე “ქართული ოცნება” იქნება მარტო”
მამუკა ხაზარაძე

„ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენი გუნდის ლიდერია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად, ვერც „ლელოს“ ინიციატივა, მით უმეტეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ვერაფერს შეცვლის“ - აცხადებს ოხანაშვილი და მიაჩნია, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების უკან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დგას.

„ამ ყველაფრის უკან, ყოველთვის და დღესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგას. ამას ჩვენი დანახვა კი არ უნდა, სად დგას ეს ხალხი, რა განცხადებებს აკეთებს, რა მოწოდებებს აკეთებს, ეს ამით დასტურდება, ჩვენი შეფასება არ არის. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები, მათი პოზიციონირება, მათი დღევანდელი ქცევა, რაც აქ გააკეთეს და ადამიანის ბედით მანიპულირება, ადამიანის გარდაცვალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ეს არის ის ყველაფერი, რაც ფაქტებით დასტურდება“ - აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG