ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დაკავებას სჭირდება სერიოზული მტკიცებულებების შეგროვება" - შსს მტკიცებულებებს აგროვებს


"სისხლის სამართლის გამოძიება არის საკმაოდ რთული პროცესი, არაერთი მტკიცებულება უნდა შეგროვდეს, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი" - შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ 5 ივლისს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობაში მონაწილე პირების დასაკავებლად მტკიცებულებებს აგროვებენ. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პირების დაკავებისთვის სერიოზუყლი მტკიცებულებებია საჭირო.

"სისხლის სამართლის გამოძიება არის საკმაოდ რთული პროცესი, არაერთი მტკიცებულება უნდა შეგროვდეს, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი გამომძიებლები 24/7-ზე მუშაობენ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით, ახდენენ უამრავი ვიდეოჩანაწერიდან კონკრეტული პირების იდენტიფიცირებას... დაკავებას სჭირდება სერიოზული მტკიცებულებების შეგროვება იმისთვის, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა დამნაშავე, რომელიც თავს დაესხა ჟურნალისტებს, თავს დაესხა მოქალაქეებს, გამოვიძიებთ და მივიღებთ შესაბამის ღონისძიებებს", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 5 ივლისს სულ დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტია. ამ დრომდე, 5 ივლისის საქმეზე 7 პირია დაკავებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG