ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ტერაქტების დროს ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა


აფეთქების და თავდასხმების შედეგად სულ ცოტა 103 ადამიანი დაიღუპა და 200 დაიჭრა.

ერაყის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის სხვადასხვა რაიონში მომხდარი აფეთქების და თავდასხმების შედეგად სულ ცოტა 103 ადამიანი დაიღუპა და 200 დაიჭრა.
ყველაზე დიდი აფეთქება ბაღდადიდან 20 კილომეტრის მანძილზე მდებარე ქალაქ ტაჯიში მოხდა, რომლის დროსაც 40 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.
პირველი ტერაქტის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელები ხელმეორედ ააფეთქეს. ამავე დროს, ერაყის ჩრდილოეთში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სამხედრო ბაზაზე მიიტანეს იერიში და 15 ჯარისკაცი გამოასალმეს სიცოცხლეს.
დღესვე ქალაქ კირკუკში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ავტომობილი ააფეთქეს ბაღდადშიც. ძალადობის არნახული ტალღა, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ალ-ყაიდას ახალმა ლიდერმა ერაყში, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა.
XS
SM
MD
LG