ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ოპოზიციურმა დაჯგუფებამ ერაყი უნდა დატოვოს


ერაყმა სახალხო მოჯაჰედებს თავშესაფარი ირანის რევოლუციის დროს 1979 წელს მისცა

შეერთებული შტატები აფრთხილებს ირანელ ოპოზიციუ დაჯგუფებას, დათქმულ დროზე დატოვოს ერაყის ტერიტორია, სადაც მისი წევრები დღემდე თავს აფარებენ. ამერიკის კონტრტერორისტული სააგენტოს წარმომადგენლის დანიელ ბენჯამინის ინფორმაციით, დაჯგუფებას ერაყის ტერიტორიაზე დარჩენა 20 ივლისამდე შეუძლია, მას მერე ირანელები ერაყიდან უნდა გავიდნენ.

როგორც ბენჯამინი აცხადებს, თუ სახალხო მოჯაჰედები ერაყიდან დათქმულ დროს გავლენ, ეს დაჯგუფება ამერიკის მიერ შექმნილი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიშლება.ამ საკითხზე განცხადება სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა უკვე გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფების ზოგიერთმა წევრმა ერაყი უკვე დატოვა, ქვეყანაში 1300-მდე წევრი მაინც რჩება. ერაყმა სახალხო მოჯაჰედებს თავშესაფარი ირანის რევოლუციის დროს 1979 წელს მისცა. თუმცა ერაყის მთავრობა დაჯგუფების წევრებს , ერაყის ყოფილ პრეზიდენტთან სადამ ჰუსეინთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG