ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ტერორისტული აქტი განხორციელდა


გასულ თვეს ქვეყნის მასშტაბით ტერორისტულ აქტებს 237 ადამიანი ემსხვერპლა

სულ ცოტა შვიდი ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა მას მერე, რაც მეამბოხეებმა ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე ავტომობილი ქალაქ რამადიში ააფეთქეს.

მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდგომ ერაყში ძალადობამ საგრძნობლად იკლო, გასულ თვეს ქვეყნის მასშტაბით, ტერორისტულ აქტებს 237 ადამიანი ემსხვერპლა.

ერაყელებს ეს ფაქტი აშფოთებთ და ეჭვობენ, რომ ერაყის მთავრობა შეძლებს ქვეყნის უსაფთხოება უზრუნველყოს მას მერე, რაც ამერიკის შეიარაღებული ძალები ერაყს დატოვებენ.

XS
SM
MD
LG