ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში პროვოკაციები გრძელდება


მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ეთნიკურ დაპირისპირებას არა ადგილობრივი მცხოვრები არამედ პროვოკატორები აღვივებენ

უცხო ადამიანის თვალით თითქოს უკრაინის კრიზისს ეთნიკური და ლინგვისტური პრობლემების ხაზი გასდევს. უკრაინაში დასახლებულ ადამიანთა ერთი ნაწილი რუსულად, მეორენი კი უკრაინულ ენებზე საუბრობს. რუსულენოვანი მოსახლეობა რუსეთთან ახდენს თვითიდენტიფიცირებას, უკრაინულენოვანი მაცხოვრებლები კი თავს უკრაინას მიაკუთვნებენ. მაგრამ როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ალ პესინი მოგვითხრობს, ამგვარ დაყოფას მარტივი ახსნა არ აქვს, განსაკუთრებით კი სამხრეთში მდებარე ქალაქ ოდესაში.

უკრაინის პოლიტიკური დაყოფა ყველაზე მეტად სამხრეთ უკრაინაში, ოდესაში იგრძნობა.

კულიკოვოს დასახლებაში მდებარე შენობაში, ასობით პრორუსულად და პროდსავლურად განწყობილი დემონსტრანტი ერთმანეთს დაუპირისპირდა და სისხლიან შეტაკებებში ათობით ადამიანი დაიღუპა. თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ ოდესაში, ჭირისუფლები უკრაინის მიმართ ლოიალურობას იჩენენ, და ამას რუსულ ენაზე გამოხატავენ.

ლილა ამბობს, რომ ისინი ვინც დაიღუპნენ, სეპარატისტები არ იყვნენ. ისინი უკრაინისთვის იბრძოდნენ, მისი გაერთიანებისთვის. მათ მხოლოდ ფედერალიზმი სურდათ.

მეორე აქტივისტი, ვლადიმირი ამბობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში უფრო რადიკალური მიდგომაა. "აქ უფრო ტოლერანტები ვართ“-, აცხადებს ვლადიმირი.


ქალაქის მეორე ნაწილში, პროდასავლურად განწყობილი დემონსტრანტები, რომლებიც უკრაინის ევროპასთან დაახლოებას უჭერენ მხარს, მიტინგს ასრულებენ და ფოტოს იღებენ.

ევგენი, რომელიც აქტივისტების ლიდერია ამბობს, რომ ის ბევრს ეცადა კულიკოვოში მყოფ ხალხთან საერთო ენა გამოენახა. უმრავლესობა მათ შორის ნორმალურად არის განწყობილი, თუმცა რადიკალები მანიპულირებენ ასეთი ადამიანებით, ხალხმა კი ხშირად კარგად არ იცის, თუ რეალურად რა ხდება.

სერგეი ამბობს, რომ ოდესელები ისტორიულად რუსულ ენაზე საუბრობენ,
თუმცა რუსეთში ყოფნა არ სურთ. „ჩვენ, ჩვენი თავისუფლება მოგვწონს, და მნიშვნელობა არ აქვს რა ენაზე ვსაუბრობთ", აცხადებს სერგეი.

ადგილობრივ ჟურნალისტს ოქსანა ბატუკს არ უკვირს მის თანა-ქალაქელებს რომ რუსეთის მიმართ მტრული დამოკიდებულება აქვთ.

მისი განცხადებით, ენა არ არის უკრაინის ორად გაყოფის მიზეზი. ის უკრაინულად მოსაუბრე ოჯახში გაიზარდა, თუმცა ამის გამო ის ადგილობრივების მხრიდან აგრესიას ან ზეწოლას არ განიცდის.
ეს მან ამერიკის ხმასთან რუსულ ენაზე განაცხადა.


უკეთ რომ ახსნას სიტუაცია, ოდესის ვიცე-გუბერნატორი ზოია კაზანცი ამ არგუმენტს იშველიებს.

"არსებობს რუსული ლექსი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთს თქვენი ტვინი ვერ შეწვდება, ოდესა მონოლითური ქალაქი არ არის, ოდესაში თავად არსებობს ბევრი პატარა ოდესა", აცხადებს ზოია კაზანცი.

მისი თქმით, პროდასავლური მიმართულების მხარდამჭერებიც და მისი ოპონენტებიც ოდესაში ერთმანეთთან კარგ დამოკიდებულებაში იყვნენ. ძალადობის გაღვივებაში და ეთნიკურ დაპირისპირებაში ის პროვოკატორებს ადანაშაულებს, რასაც მანამდე იქ ადგილი არ ჰქონია.

ვიცე-გუბერნატორი ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი ახლა ოდესაში ძველი განწყობა აღადგინოს, იყოს სიმშვიდე და მრავალეროვანი ცხოვრების სტილი დაბრუნდეს.
XS
SM
MD
LG