ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონეცკის სამხრეთი და აღმოსავლეთი სეპარატისტებისგან გაწმენდილია


30 მაისი, 2014
30 მაისი, 2014
უკრაინის დროებითმა თავდაცვის მინისტრმა პარასკევს პირობა დადო, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუსული სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს. ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სეპარატისტებმა ქალაქ სლავიანსკში სამხედრო შვეულმფრენი ჩამოაგდეს, რომლის ბორტზე მყოფი 12-ვე სამხედრო მოსამსახურე პირი დაიღუპა.

მიჰაილო კოვალმა თქვა, რომ დონეცკის რეგიონის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონები გაწმენდილია სეპარატისტებისგან. სახელმწიფო ჯარები ასევე აკონტროლებენ ლუგანსკის ჩრდილოეთ ტერიტორიას. მინისტრის განცხადებით, შეიარაღებული ძალები გააგრძელებს ოპერაციებს მანამ, ვიდრე მთელს ქვეყანაში სამოქალაქო წესრიგი არ აღდგება.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ სეპარატისტებს „გარედან დახვეწილი იარაღითა და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფენ.“

ნატოს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანას აგრძელებს. უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან დისლოცირებული რუსული ჯარეის ორი მესამედი უკვე დემობილიზებულია, თუმცა არამდენიმე ათასი ჯარისკაცი კვლავ რჩება უკრაინის საზღვართან.
XS
SM
MD
LG