ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი სეპარატისტების წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებას ითხოვს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუსული სეპარატისტების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლად შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

დონეცკში, სადაც ამბოხებულები აეროპორტს დაესხნენ თავს, ბრძოლები გრძელდება.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაქოვმა თქვა, რომ სამთავრობო ძალებმა ამ ობიექტზე სრული კონტროლი დაიბრუნეს.

„დონეცკს რაც შეეხება: ჩვენ, სიტუაციაზე რეაგირება მოვახდინეთ. აეროპორტის ხელში ჩაგდება და სამოქალაქო თვითმფრინავის მიმართულებით სროლა მოხდა. ჩვენი მოქმედების შედეგად, აეროპორტზე სრული კონტროლი გვაქვს. მეორე მხარემ სერიოზული დანაკლისი განიცადა. ჩვენი მხრიდან არავინ დაღუპულა. ოპერაცია დონეცკში ჯერ კიდევ გრძელდება.“

ერთ-ერთი ამბოხებულის ცნობით, მათი 30 მებრძოლი დაიღუპა. დონეცკის მერის განცხადებით მსხვერპლმა 40 ადამიანი შეადგინა, რომელთა შორისაც ორი სამოქალაქო პირია.

პრეზიდენტად არჩეულმა, მილიარდერმა პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ მშვიდობას დიალოგის გზით უნდა მიაღწიონ, მაგრამ იმ სეპარატისტების წინააღმდეგ, რომლებსაც მან „ტერორისტები“ უწოდა, იარაღი უნდა იქნას გამოყენებული.
XS
SM
MD
LG