ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსხვერპლი უკრაინაში


დონეცკის აეროპორტი, 29 მაისი, 2014
დონეცკის აეროპორტი, 29 მაისი, 2014
აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებმა სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რის გამოც არმიის 14 ჯარისკაცი, მათ შორის გენერალი დაიღუპა. მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ტურჩინოვმა პარლამენტს განუცხადა, რომ „ტერორისტებმა“ სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ქალაქ სლოვიანსკში მხარზე დასადები სარაკეტო დანადგარი გამოიყენეს. დაღუპული მაღალჩინოსანი, სერჰი კულჩიტსკოი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალი იყო.

სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მის ჯგუფს დაკავებული ჰყავს 4 ევროპელი დამკვირვებელი, რომელთაც ორშაბათის შემდეგ ეძებენ. სლოვიანსკის თვითგამოცხადებული მერი, ვიაჩესლავ პონომარიოვი აცხადებს, რომ მან ეუთოს დამკვირვებლები არაერთხელ გააფრთხილა, რომ იმ რეგიონში არ ემოგზაურათ, მაგრამ - უშედეგოდ. პონომარიოვის თქმით, უცხოელი მონიტორები თავს კარგად გრძნობენ და მათი სწრაფად გაათავისუფლება შესაძლებელია.

ეუთოს მიერ ოთხშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, იმავე რეგიონში მანამდე 11 დამკვირვებელი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაუშვეს. ევროპელი მონიტორების მისია უკრაინაში დაძაბულობის შემცირებას და მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცებაზე ზრუნვას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG