ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი ცეცხლს ცალმხრივად წყვეტს


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის განკარგულება გასცა. ეს ნაბიჯი სამშვიდობო გეგმის ნაწილია, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დაძაბულობის დარეგულირებას ისახავს მიზნად.

რუსულ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, პოროშენკომ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა სეპარატისტებს იარაღის დაყრის საშუალებას, ხოლო მათ, ვისაც ქვეყნიდან წასვლა სურს, უკრაინის დატოვების შანსს მისცემს. ეს გადაწყვეტილება პოროშენკომ ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოაცხადა.

ამ ფონზე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის მილსადენზე მომხდარი ავარია ასაფეთქებელ მოწყობილობას უკავშირდება. პრემიერ მინისტრმა არსენი იაცენიუკმა აფეთქებას საბოტაჟი უწოდა და განაცხადა:

„სრულიად გასაგებია თუ ვის სურს უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის მიმართ არსებული ნდობის დანგრევა. უკრაინა აცხადებს, რომ ის სანდო ტრანზიტული ქვეყანაა და გაზის გადაზიდვის სფეროში ყველა ნაკისრ ვალდებულებას ბოლომდე შეასრულებს.“

მილსადენი კიევიდან 200 კილომტრის მოშორებით აფეთქდა. შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნისთვის შეიძლება გაზის მიწოდება შეფერხდეს.
XS
SM
MD
LG