ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაკერებმა ანგელა მერკელის და სხვა გერმანელი პოლიტიკოსების ანგარიშები გატეხეს


გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ ჰაკერებმა ასობით გერმანელი პოლიტიკოსის, თუ საჯარო პირის პირადი ინფორმაცია სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გამოაქვეყნეს. დაზარალებულებს შორის კანცლერი ანგელა მერკელიცაა.

დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე, მთავრობის პრეს-სპიკერმა მარტინა ფელცმა თქვა, რომ "გერმანიის მთავრობა ამ ინციდენტს ძალიან სერიოზულად უდგება". რაც შეეხება მერკელს, მისი ოფისის მიერ გაკეთებული პირველადი დასკვნით, "მგრძნობიარე ინფორმაცია, ან მონაცემები" არ გაჟონილა.

ჰაკერების სამიზნეები იყვნენ არამარტო პოლიტიკოსები, არამედ სხვა ცნობილი ადამიანები, მათ შორის - მსახიობები, მომღერლები და ჟურნალისტები. მოპარულ პირად მონაცემებს შორისაა: მისამართები, ტელეფონის ნომრები, საკრედიტო ბარათები, წერილები, პასპორტები, შიდაპარტიული დოკუმენტები და ა.შ.

როგორც ირკვევა, დოკუმენტების გასაჯაროება დეკემბერში მოხდა, მაგრამ მედიამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა შეიტყო. პირველად ჰაკერთა თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაზეთმა "დეილი ბილდ" და გერმანიის საჯარო მაუწყებელმა RBB გამოაქვეყნეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG