ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამერიკა-ბრიტანეთის ბრალდებებს უარყოფს


რუსეთი უარყოფს ამერიკისა და ბრიტანეთის ბრალდებებს, რომ კრემლის მიერ მხარდაჭერილი ჰაკერები კიბერ-თავდასხმებს ახორციელებენ ამერიკულ და ბრიტანულ კომპანიებზე, სამთავრობო ოპერაციებსა და ინფრასტრუქტურაზე.

"არ ვიცით რას ეფუძნება ეს ახალი ბრალდებები", განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა. მან ბიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოფიციალურ ლონდონსა და ავაშინგტონს მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ და შესაბამისად მათი ბრალდებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

ვაშინგტონი და ლონდონი კი აცხადებენ, რომ 2015 წელს დაწყებული ფართო, გლობალური "კიბერ-კამპანია" შესაძლოა ახალი თავდასხმებით გაგრძელდეს. ოფიციალური გაფრთხილება ამის შესახებ ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა, ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და ბრიტანეთის ეროვნული კიბერ-უსაფრთხოების ცენტრმა გაავრცელეს.

მათი თქმით, რუსეთის მიერ დაფინანსებული ჰაკერები სხვადასხვა გზას იყენებენ იმისთვის, რომ მიიღონ დაზვერვისთვის საჭირო ინფორმაცია, დაეხმარონ ჯაშუშებს, მოიპოვონ სხვების ინტელექტუალური საკუთრება და შეინარჩუნონ წვდომა მოწყვლად ქსელებზე სამომავლო თავდასხმებისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG