ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიბერ-უსაფრთხოების ექსპერტები ინტერნეტმომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ


რუსეთი შეეცადა ამერიკის 2016 წლის არჩევნებზე გავლენა მრავალმხრივი მეთოდებით მოეხდინა. ტრადიციულ დიპლომატიურ მეთოდებისა და სახელმწიფო მედია საშუალებების გამოყენებასთან ერთად, როგორიცაა „RT“ - წარსულში “რაშა თუდეი” და „სტუპნიკი“, რუსეთი სოციალურ მედიაზე სხვადასხვა მიმართულებებით მუშაობდა.

"ატლანტიკური საბჭოს" ციფრული ექსპერტიზის გუნდმა აღმოაჩინა, რომ „ტვიტერზე“ და „ფეისბუქზე“ სხვადასხვა ანგარიშებისა და ე.წ.
„ბოტების“ გამოყენებასთან ერთად, კრემლი შეეცადა მოჩვენებით დამოუკიდებელ ვებგვერდებზე დაყრდნობით ემოქმედა. ეს ვებ-გვერდები შეფარვით ერთი და იგივე წყაროდან, რუსეთის მთავრობისგან, ფინანსდება. თუმცა თავად ეს ვებგვერდები აცხადებენ, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან.

რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად, "ატლანტიკური საბჭოს" ექსპერტები საუბრობენ ინტერნეტ-მომხმარებელის განათლების საჭიროებაზე, იმის შესამოწმებლად თუ რამდენად სანდოა ინფორმაციის წყარო.

რუსეთის მთავრობა ამერიკის არჩევნებზე გავლენის მოხდენას უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG