ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

NYT: ჰაკერებმა ევროკავშირის დიპლომატიურ არხებზე წვდომა მოიპოვეს


გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ჰაკერებს ევროკავშირის დახურულ, დიპლომატიური კომუნიკაციის არხებზე წვდომა სამი წლის განმავლობაში ქონდათ, რამაც მათ საშუალება მისცა ათასობით დიპლომატიური დეპეშა მოეპოვებინათ, რომელიც სენსიტიურ და დალუქულ ინფორმაციას შეიცავს.

გამოცემის ინფორმაციით მონაცემები აჩვენებს ევროპის შეშფოთებას ტრამპის ადმინისტრაციის „არაპროგნოზირებადობით“ და ევროკავშირის განწყობით, რომ ტრამპის გაერთიანებისადმი მიდგომამ „დაუცველობის განცდა შექმნა“.

გაჟონილი ინფორმაცია ასევე საუბრობს იმ სირთულეებზე, რასაც ბრიუსელი აწყდება რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობისას. კომუნიკაცია შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამას და ევროპის ქვეყნების შიშს, რომ თეირანმა შესაძლოა ის განაახლოს. მასალა ასევე მოიცავს საუდის არაბეთის, ისრაელის და სხვა ქვეყნების ლიდერებთან კომუნიკაციას.

თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ დაბალი დონის უსაფრთხოების გრიფით იყო დაფარული. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტები უსაფრთხო სისტემაში ინახება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG