ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიბერ-თავდასხმის შემდეგ მონაცემთა აღდგენა გრძელდება


გლობალური სატრანსპორტო და ლოგისტიკის დანიური კომპანია "მოლერ-მაერსკი" აცხადებს, რომ გასული კვირის კიბერ-შეტევის შემდეგ კომპანია ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდა. ამ დროისთვის აღდგენილია მისი საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემის უმეტესი ნაწილი.

"მოლერ-მაერსკზე" განხორციელებული თავდასხმა გასულ კვირას მომხდარი მასშტაბური რაკიბერ-იერიშის ნაწილი იყო, რომლის სამიზნეც 60 ქვეყანაში სამთავრობო სამსახურები და კერძო კომპანიები იყო. ყველაზე დიდი ზარალი უკრაინამ განიცხადა. კიევი თავდასხმაში რუსეთის ხელისუფლებას სდებს ბრალს, ხოლო კრემლი ბრალდებას უარყოფს.

დამოუკიდებელი ექსპერტების თქმით, ჯერ-ჯერობით ადრეა იმის თქმა, თუ ვინ იდგა შეტევის უკან. მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ, ჰაკერები გამოსასყიდს ითხოვდნენ. თუმცა ექსპერტების თქმით, ეს, სავარაუდოდ, არ იყო თავდასხმის მთავარი მოტივი - ჰაკერების საბოლოო მიზანი შესაძლოა მონაცემთა გაქრობა ყოფილიყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG