ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მოთვინიერება" და კინოხელოვანთა პროტესტი


სალომე ჯაში, ფილმ "მოთვინიერების" რეჟისორი.

კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე ემიჯნება საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებას, სალომე ჯაშის ფილმის, „მოთვინიერების“ სეანსების გაუქმების შესახებ.

„მოთვინიერება“ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისკენ გიგანტური ხეების მოგზაურობას ასახავს. კინოაკადემიამ ფილმის ჩვენება მისი შინაარსის გამო გააუქმა - იუწყება "რადიო თავისუფლება".

„ის რაც წარმოადგენდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, შემოქმედების თავისუფლება, ამ გადაწყვეტილებით ერთბაშად ეჭვქვეშ დადგა“, - წერს ნანა ჯანელიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე".

რეჟისორის თქმით, კინოაკადემია არის თავისუფალ კინემატოგრაფისტთა კავშირი და ის პირიქით, უნდა იცავდეს შემოქმედების თავისუფლებას.

„იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ყოფილი კინოკავშირის წევრი მექანიკურად გადაიქცა კინოაკადემიკოსად და ალბათ მეც, მათ შორის, ვემიჯნები ამ გადაწყვეტილებას და კითხვას ვსვამ - ეს კინოაკადემიის სამდივნოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა? თუ ეს ასეა, უარს ვაცხადებ კინოაკადემიის წევრობაზე“, - აცხადებს ჯანელიძე.

„მოთვინიერება“ კინოცენტრის დაფინანსებით გადაიღეს და ის სამი ქვეყნის – შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია.

კინოცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გაგა ჩხეიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს არ მოსწონდა ის, რომ დენდროლოგიური ბაღი ამ ფილმში ბიძინა ივანიშვილის პირად ბაღად არის დახატული.

კინოაკადემიის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე (მინდია) ესაძემ "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ „ფილმი პოლიტიკურად მოტივირებულია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების გაღიზიანება პოლიტიკური ნიშნით“.

სალომე ჯაში, კინორეჟისორი.
სალომე ჯაში, კინორეჟისორი.

ფილმი პოლიტიკურ პოლარიზებასა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს - "ეს არის მიზეზი, რომელიც მითხრეს. ეს მე მოვისმინე კინოაკადემიის ახალი დირექტორისგან, რომელიც ზამთარში აირჩიეს, რომელიც საქართველოში არ იყო და ახლა ჩამოვიდა და მას არ სურს, როგორც თვითონ მითხრა, თავისი დირექტორობა ამ ფილმის ჩვენებით დაიწყოს.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რამდენიმე შემოთავაზება მივიღეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გამოჩნდა არაერთი ორგანიზაცია, რომელიც მზადაა ფილმს დაუთმოს ადგილი, თუმცა ეს არის კინო, რომელიც კინოთეატრებშია შექმნილი და სამწუხაროა, რომ მისი ჩვენება სხვაგან მოგვიწევს... შეგვიძლია ყველამ ვიმსჯელოთ, რა გადაწყვეტილებაა ეს და საიდან მოდის", - ამბობს სალომე ჯაში.

სეანსების გაუქმება ბევრმა შეაფასა, როგორც ცენზურა.

ნინო ძანძავა, კინომცოდნე.
ნინო ძანძავა, კინომცოდნე.

„მოთვინიერების“ მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 31 იანვარს "სანდენსის" საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა. კინოფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე ფილმი ასე იყო დახასიათებული: „ეს არის პოეტური ოდა ადამიანის და ბუნების მეტოქეობაზე“.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG