ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანს ჩინეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება სურს 


ირანი და ჩინეთი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე მსჯელობენ და ამისთვის მოლაპარაკებებს მართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს. თეირანში ვიზიტით იმყოფება ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ვეი ფენგე, რომელიც უკვე შეხვდა ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისს და ირანელ კოლეგა ათინაის.

რაისმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ირანს სურს ჩინეთთან უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა ჰქონდეს, რაც "სტაბილურობას" უზრუნველყოფს. თავის მხრივ, ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა კი თქვა, რომ "ამჟამინდელ კრიტიკულ და დაძაბულ ვითარებაში" ქვეყნებს შორის "მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებით" მნიშვნელოვანია.

ჩინეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, მისი ვიზიტის მიზანი "სტრატეგიული თავდაცვის თანამშრომლობის გაუმჯობესებაა", რომელსაც ექნება "მნიშვნელოვანი გავლენა ტერორიზმთან ბრძოლაში". ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთსა და ირანს შორის ურთიერთობები ღრმავდება. 2021 წელს კი ირანმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს 25 წლიან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ეკონომიკურსა და სამხედროს.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, მომდევნო მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის ჩინეთში გაიმართება. პეკინში ვეი ფენგემ, უკვე მიიწვია გენერალი მოჰამედ რეზა აშტინაი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG