ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი გაეროს ტურიზმის სააგენტოს ტოვებს


ზურაბ პოლოლიკაშვილი- გაეროს ტურიზმის სააგენტოს გენერალური მდივანი

გაეროს ტურიზმის სააგენტოში აცხადებენ, რომ რუსეთმა სააგენტო თავისი ნებით დატოვა. ტურიზმის სააგენტოს წევრი ქვეყნები რუსეთისთვის სააგენტოში ყოფნის უფლების შეჩერებას გეგმავდნენ, რუსებმა კი ამჯობინეს, რომ თავად გადაედგათ ეს ნაბიჯი.

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აბობს, რომ სააგენტოს დატოვება რუსეთის ტურიზმს საფრთხეს არ შეუქმნის.

გაეროს ტურიზმის სააგენტოში ამბობენ, რომ რუსეთისთვის წევრობის შეწყვეტა მაინც მოხდება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქვეყანას წევრობა მომენტალურად შეუჩერდება, ხოლო ნებაყოფლობითი დატოვების შემთხვევაში, რუსეთი სააგენტოს წევრი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ისევ იქნება.

ზურაბ პოლოლიკაშვილი, გაეროს ტურიზმის სააგენტოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ის იმედოვნებს სააგენტოს წევრი ქვეყნები ხმა სმისცემენ რუსეთისთვის წევრობის შეჩერებას.

წესების მიხედვით, იმისთვის, რომ გაეროს ამ სააგენტოში შემავალ ქვეყანას წევრობის უფლება შეუჩერდეს, საჭიროა უმრავლესობის ხმების მოგროვება. გაეროს ტურიზმის სააგენტოში, სულ 160 ქვეყანა შედის.

XS
SM
MD
LG