ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია უკრაინას 50 ტანკს გადასცემს


ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი.

რამდენიმე კვირიანი საშინაო და საგარეო ზეწოლის შემდეგ, გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას მძიმე იარაღს მიაწვდის.

26 აპრილს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინე ლამბრეხტმა განაცხადა, რომ 25 აპრილს, მთავრობამ დაამტკიცა უკრაინისთვის საზენიტო იარაღით აღჭურვილი ტანკების „Gepardtanks” მიწოდება, რომელიც კომპანია KMW-ის მარაგებშია.

გერმანიის გადაწყვეტლებას, უკრაინისთვის „50 Cheetah სისტემის გაგზავნის შესახებ“, უკვე მიესალმა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი.

„ეს სისტემები უკრაინას რეალურ შესაძლებლობებს მისცემს“ - განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, გერმანელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ.

მარსელ დირსუსი, კიელის უნივერსიტეტის უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის არარეზიდენტი წარმომადგენელი ამბობს, რომ გერმანიის გადაწყვეტილების რეალური მნიშვნელობა მდგომარეობს არა განსხვავებაში, რომელსაც „ჯეპარდები“ ბრძოლის ველზე შექმნის, არამედ სიგნალში, რომელსაც ის გზავნის.

„ევროპის უდიდესი ეკონომიკა უკრაინის სერიოზულ მხარდაჭერას იწყებს და წინ კიდევ უფრო დიდი დახმარებაა“ - ამბობს დირსუსი.

კრიტიკოსები, მათ შორის გერმანიაში უკრაინის ელჩი, ბერლინს თავშეკავებაში ადანაშაულებდნენ, როცა საქმე უკრაინისთვის მძიმე იარაღით დახმარებას, ან რუსული ენერგიის იმპორტზე ემბარგოს დაწესებას ეხებოდა.

კანცლერი ოლაფ შოლცი კი აცხადებდა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები უკვე იყო ზღვარზე, რისი გაცემაც უკრაინის დასახმარებლად შეეძლო.

სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც ოლაფ შოლცი წარმოადგენს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთთან თანამშრომლობის პოლიტიკას ემხრობა. გასულ კვირებში, შოლცმა ასევე ისაბრა რისკზე, როცა შესაძლოა რუსეთის მიერ, გერმანია კონფლიქტში ჩართულ მხარედ შეიძებოდა ყოფილიყო აღქმული, რამაც მისი თქმით, შესაძლოა „მესამე მსოფლიო ომი“ გამოიწვიოს.

თუმცა, მმართველი კოალიციის სხვა წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გერმანიამ უკრაინის დასახმარებლად, შექმნილ ვითარებაში მეტი უნდა გააკეთოს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG