ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში 40 ქვეყნის წარმომადგენელმა კიევისთვის დახმარების გაწევაზე იმსჯელა


ამერიკა ამბობს, რომ მსოფლიო მზად არის უკრაინას აღმოუჩინოს საჭირო დახმარება რუსეთთან ომში. ეს განცხადება მაშინ გაკეთდა, როდესაც 40 ქვეყნის წარმომადგენელს ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ხვდებოდა.

შეხვედრა გერმანიაში რამშტეინის საჰაერო ბაზაზე გაიმართა, სადაც ოსტინმა თქვა, რომ უკრაინა დამატებით შეიარაღებას მიიღებს რაც მის შესაძლებლობებს გააუმჯობესებს.

„როგორც ხედავთ მთელი რიგი ქვეყნები მსოფლიოს მზად არიან მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის იმპერიული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- თქვა ოსტინმა მოლაპარაკებების დაწყებისას.

აქვე ამერიკის თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ „უკრაინას აშკარად სჯერა, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს, ისევე როგორც ჩვენ ყველას ვინც აქ ვიმყოფებით“.

მომდევნო კვირები კრიტიკული იქნება, თქვა ამერიკის გაერთიანებული გენშტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ. მისი თქმით უკრაინა აღმოსავლეთის ფრონტზე საჭიროებს დამატებით შეიარაღებას რათა რუსეთიდან მომდინარე თავდასხმების მოგერიება შეძლოს.

„დრო არ არის უკრაინის მხარეზე,“- თქვა მილიმ დახურულ შეხვედრაზე საუბრის დროს. ამერიკის არმიის გენერლის განცხადება ჟურნალისტებს შეხვედრაზე დამსწრე ადამიანმა, ვინაობის დაცვით, გააცნო. „ამ ბრძოლის შედეგი სწორედ აქ, დღეს ამ ოთახში მყოფ ადამიანებზეა დამოკიდებული,“- თქვა მილიმ შეხვედრაზე.

მისივე თქმით, უკრაინელები „იბრძოლებენ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ მათ აქვთ ბრძოლისთვის საჭირო საშუალებები“ - ამბობს ის.

ანონიმურობის დაცვით ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთის მთავარი დასაყრდენი ახლა საარტილერიო იარაღია, რომლითაც მათ უკრაინულ პოზიციებზე იერიში მიაქვთ და ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ.

ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბევრი რუსული ქვედანაყოფი მძიმე მდგომარეობაშია და მათ აქვთ დიდი დანაკარგები, დაალოებით 30%-მდე, რასაც ამერიკელი სამხედროები მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევენ.

ბრიტანეთის ოფიციალური პირების ინფორმაციითკი უკრაინაში ორთიანი ომის დროს დაახლოებით 15 000 რუსი სამხედრო დაიღუპა, 2000 ჯავშანტექნიკა, მათ შორის 530 ტანკი და 60 ვერტმფრენი და თვითმფრინავი განადგურდა. კრემლი ამ დროისთვის ამბობს, რომ ომის პერიოდში რუსულმა ჯარმა მხოლოდ 1 351 სამხედრო დაკარგა, 3 825 კი დაშავდა.

სამხედრო ანალიტიკოსებს და ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს მოწინავე შესაძლებლობები თუმცა, კრემლს არ შეუძლია აწარმოოს ხანგრძლივი ომი უკრაინაში, რადგან ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და პარალელურად ამოქმედებულია მძიმე ეკონომიკური სანქციები.

უკრაინელები კი ტერიტორიას სადაც ბრძოლები მიმდინარობს კარგად იცნობენ, მათ აქვთ ჟინი, ახალი იარათი მოკავშირეებისგან და დაზვერვითი ცნობები სწორედ ამიტომ დასავლეთში მიაჩნიათ, რომ უკრაინას აქვს ომის მოგების შანსი.

„მათ (უკრაინელებს) ნამდვილად აქვთ ბრძოლის შანსი,“- ამბობს ამერიკის ოფიციალური პირი კონფიდენციალურობის დაცვით, ახალი ამბების სააგენტო "როიტერთან" საუბრისას.

შეხვედრას გერმანიაში, რომელიც ამერიკულ საჰაერო ბაზაზე მიმდინარეობდა 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის ისრაელიდან, აფრიკიდან და ძირითადად ევროპიდან. ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ წარმომადგენლები სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან.

უკრაინაში 2 თვიანი ომი გრძელდება. მას შემდეგ რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ინტერვენცია განაახლა, ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი გაიქცა, რამდენიმე მილიონი კი საკუთარი ქვეყანაში იქცა დევნილად. კრემლში ამბობენ, რომ ეს არის „სპეციალური ოპერაცია“ რომელიც წარმატებით მიმდინარეობს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG