ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბაიდენი მაისში სამხრეთ კორეასა და იაპონიას ეწვევა


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, მაისში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სამხრეთ კორეასა და იაპონიას. ვიზიტის მიზანი ამ ორი ქვეყნის ლიდერთან ერთად, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების განხილვა იქნება.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიდენი ამ ორ ქვეყანას 20-24 მაისს ეწვევა.

სამხერთ კორეაში ბაიდენი ქვეყნის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, იუნ საკ ეულს, შეხვდება.

იაპონიაში კი ბაიდენი პრემიერ-მინისტრ კიშიდა ფუმიოს შეხვდება და ასევე ისაუბრებს იაპონიის, ავსტრალიის, ინდოეთისა და ამერიკის საერთო ორგანიზაციის ლიდერებთან.

XS
SM
MD
LG