ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ფილტვები: გამოცხადებული ხანძრის ქრონიკა


წაღვერის ტყის გადამწვარი ნაწილი 3 დღიანი ხანძრის შემდეგ

რამდენიმე ასეული ჰექტარი გადამწვარი უნიკალური ტყის მასივი და ძლიერი კვამლის გამო ნაწილობრივ ჩაშლილი საკურორტო სეზონი ბორჯომსა და ბაკურიანში - ასეთია სამი დღის მანძილზე მძვინვარე ხანძრის უმძიმესი შედეგები საქართველოში.

ხანძრისა, რომლის ჩაქრობა 1000-მდე მეხანძრის, მეტყევის, მაშველისა და მფრინავის არნახული თავგანწირვის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ ხერხდება. ჯერ კიდევ უცნობია რა მასშტაბის იქნება საბოლოოდ, ქვეყნის ეკოსისტემისთვის მიყენებული ზიანი.

მეხანძრეებმა, მეტყევეებმა, მაშველებმა და მფრინავებმა მასშტაბური ხანძრის დროს სამოქალაქო გმირობის მაგალითები გვიჩვენეს
მეხანძრეებმა, მეტყევეებმა, მაშველებმა და მფრინავებმა მასშტაბური ხანძრის დროს სამოქალაქო გმირობის მაგალითები გვიჩვენეს

მიუხედავად საქართველოს მთავრობის მტკიცებისა, რომ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ხანძრის ლიკვიდაციისთვის, ბოლო სამი დღის ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს კრიზისების მართვის გეგმამ, ვერც ადგილობრივ და ვერც ცენტრალურ დონეზე სათანადოდ ვერ იმუშავა.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ექსპერტების აზრით, სტიქიაზე რეაგირება დაგვიანებული იყო, რის გამოც ხანძრის მცირე კერაზე კონტროლი თავიდანვე დაიკარგა.

ცეცხლი ელვის უსწრაფესად გავრცელდა და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო დახმარების გარეშე ხანძრის ჩაქრობა საქართველოს სახელმწიფოს რესურსებს აღემატება. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტენატივას“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს:

სტიქიამ აჩვენა, რომ სახელმწიფო უწყებები სათანადო დონეზე მზად არ აღმოჩდნენ. არადა ტყის ხანძრების წინააღმდეგ მზაობა სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი კომპონენტია. შსს-მ ისევ ვერ მოახერხა სათანადო საავიაციო ტექნიკით აღჭურვა. სახელმწიფოს არც ის სცენარი ჰქონდა დამუშავებული, რომ მეზობელი ქვეყნებისგან სწრაფად ეთხოვა და დროულად მიეღო დახმარება“
ირაკლი მაჭარაშვილი, "მწვანე ალტერნატივა"

„სტიქიამ აჩვენა, რომ სამწუხაროდ სახელმწიფო უწყებები სათანადო დონეზე მზად არ აღმოჩდნენ. არადა ტყის ხანძრების წინააღმდეგ მზაობა სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი კომპონენტია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისევ ვერ მოახერხა სათანადო საავიაციო ტექნიკით აღჭურვა, რომელიც მორგებული და ეფექტური იქნებოდა ტყის ხანძრებთან საბრძოლველად. დღემდე ამ მიმართულებით, ისევ დამოკიდებული ვართ რუსული წარმოების სასაზღვრო ვერტმფრენზე, რომელიც არ არის ამ მიზნებისთვის გათვლილი.

გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა არც ის სცენარი დამუშავებული, რომ ასეთი კრიზისული ვითარების დროს, მეზობელი ქვეყნებისგან სწრაფად ეთხოვა და დროულად მიეღო დახმარება.“

ცეცხლის თავდაპირველი კერა, 20 აგვისტოს 14 საათი
ცეცხლის თავდაპირველი კერა, 20 აგვისტოს 14 საათი

ყველაფერი 20 აგვისტოს, შუადღეს, დაახლოებით 13 საათზე, ბორჯომიდან 11 კილომეტრის მოშორებით მდებარე, სოფელ დაბას თავზე, ტყეში გაჩენილი ხანძრით დაიწყო. გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ცეცხლი თავდაპირველად მხოლოდ 300-დან 500 კვ.მ-მდე ფართობს ეკიდა.

ვინაიდან ხანძრის კერა მიუვალ ადგილზე იყო, სოფლის მოსახლეობამ მაშინვე ვერტმფრენის დახმარება ითხოვა, თუმცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის MI-8 სოფელში მხოლოდ 17 საათზე გამოჩნდა, მდინარე გუჯარეთისწყლიდან რამდენიმე რეისი მოასწრო და დაბინდებისთანავე, ბუნებრივია, ფრენა შეწყვიტა.

ორო დღის მანძილზე სასაზღვრო MI-8-ს ეკიპაჟი ხანძარს ჰაერიდან მარტო დაუღალავად ებრძოდა
ორო დღის მანძილზე სასაზღვრო MI-8-ს ეკიპაჟი ხანძარს ჰაერიდან მარტო დაუღალავად ებრძოდა

ადგილობრივი მკვიდრი დავით მუმლაძე დარწმუნებულია, რომ ვერტმფრენის დროულად გამოგზავნა ასეთი მასშტაბის სტიქიას თავიდან აგვაცილებდა:

ცეცხლის პატარა კერა იყო, მაგრამ მიუდგომელ ადგილზე, სოფლიდან ხალხი მაინც წავიდა, მაგრამ ვერაფერი ქნეს, სახანძრო იქ ვერ ავიდა. ქარისა და სიცხის გამო კი ხანძარი მალევე გაძლიერდა. ვერტმფრენი რო დროულად გამოეგზავნათ შესაძლებელი იქნებოდა ხანძრის ჩაქრობა“
დავით მუმლაძე, სოფელ დაბას მკვიდრი

„ცეცხლის პატარა კერა იყო, მაგრამ მიუდგომელ ადგილზე, სოფლიდან ხალხი მაინც წავიდა, მაგრამ ვერაფერი ქნეს. სახანძრო იქ ვერ ავიდა. ქარისა და სიცხის გამო კი ხანძარი მალევე გაძლიერდა. ვერტმფრენი რო დროულად გამოეგზავნათ შესაძლებელი იქნებოდა ხანძრის ჩაქრობა.“

უკვე 21 აგვისტოს გამთენიისკენ ხანძრის მასშტაბი 500-დან 50 000 კვ.მ-მდე ანუ 5 ჰექტრამდე გაიზარდა.

მეხანძრეების, მეტყევეებისა და მფრინავების თავგანწირვის მიუხედავად, ქარის გაძლიერების პარალელურად, სტიქიამ ახალი ძალით იფეთქა და სულ უფრო მეტი ახალი კერა მოიცვა: თორის მთა, სოფელ დაბასა და დაბა წაღვერის მიმდებარე ტყის მასივები. მთელი დღის მანძილზე, ხანძარს ისევ ერთადერთი ქართული MI-8 აქრობდა, რომელსაც დაღამებამდე აზერბაიჯანული KA-32 შეუერთდა.

ხანძრის მასშტაბი 21 აგვისტოს, დავით თაბაგარის ფოტო
ხანძრის მასშტაბი 21 აგვისტოს, დავით თაბაგარის ფოტო

22 აგვისტოს, პრემიერ კვირიკაშვილს მთავრობამ საბოლოოდ გააცნობიერა, რომ საერთაშორისო დახმარების გარეშე, საკუთარი ძალებით სტიქიას ვერ მოერეოდა. საქართველომ დასახმარებლად მეზობლებს, ევროკავშირსა და აშშ-ს მიმართა. მოწოდებას გამოეხმაურნენ თურქეთი, სომხეთი, ბელარუსი, აშშ, გერმანია, საბერძნეთი, რუმინეთი და რუსეთიც, რომელმაც ზუსტად ეს ადგილები 2008 წლის აგვისტოში მიზანმიმართულად გადაწვა. თბილისმა მოსკოვის დახმარებაზე უარი თქვა.

ამ დროისთვის, ხანძარი, რამდენიმე ასეულ ჰექტარზეა მოდებული, ზუსტ მონაცემებს, ძლიერი დაკვამლიანების გამო, სახელმწიფო უწყებებიც ვერ ასახელებენ, თუმცა ზარალი კოლოსალურია.

საქართველო სატელიტიდან - 2017 წლის 22 აგვისტოს ფოტო
საქართველო სატელიტიდან - 2017 წლის 22 აგვისტოს ფოტო

"ოცნების" მთავრობა კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სტიქიაზე რეაგირება დააგვიანა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ამბობს:

მაქსიმალურად რაც შეძლეს ძალოვანმა უწყებებმა, ის გააკეთეს. ყველა სამსახური ვფიქრობ, რომ დროულად ჩაერთო. თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი უჭირთ ასეთ სტიქიურ უბედურებებთან გამკლავება, როგორიც არის ხანძარი. ყველაზე ძლიერი მეხანძრეები ჰყავთ, თუმცა ყოფილა ორკვირიანი, ერთთვიანი ხანძარი, რომელიც მათაც ვერ ჩაუქრიათ“
ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

„მაქსიმალურად რაც შეძლეს ძალოვანმა უწყებებმა, ის გააკეთეს. ყველა სამსახური, ვფიქრობ, რომ დროულად ჩაერთო. თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი უჭირთ ასეთ სტიქიურ უბედურებებთან გამკლავება, როგორიც არის ხანძარი. ყველაზე ძლიერი მეხანძრეები ჰყავთ, თუმცა ყოფილა ორკვირიანი, ერთთვიანი ხანძარი, რომელიც მათაც ვერ ჩაუქრიათ.“

უკვე ცნობილია, რომ მასშტაბურმა ხანძარმა ხელახლა გაანადგურა, 2008 წლის აგვისტოში, რუსი ოკუპანტების მიერ გადამწვარი ტერიტორია, რომელიც მომდევნო წლებში, მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო დონორებისა და უბრალო მოქალაქეების ძალისხმევით ნაწილობრივ აღდგა.

თურქეთის სახანძრო თვითმფრინავი Bombardier CL-215
თურქეთის სახანძრო თვითმფრინავი Bombardier CL-215

სტიქიას ამ დროისთვის, ჰაერიდან ორი ქართული MI-8, ორი თურქული K-32, სამი აზერბაიჯანული K-32 და ერთი ბელარუსული MI-26 ტიპის შვეულმფრენები და თურქეთის ერთი სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი Bombardier CL-215 ებრძვიან.

თურქული Bombardier CL-215 ამ ტერიტორიაზე ხანძარს 2008 წლის აგვისტოშიც აქრობდა. ეს თვითმფრინავი-ამფიბია წყალს ტაბაწყურის ტბიდან და ტყიბულის წყალსაცავიდან იღებს და სტიქიის გარდატეხაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

ხანძრის ჩაქრობაში ქართველი მეხანძრეების, მეტყევეების, მაშველებისა და მფრინავების გვერდით, აზერბაიჯანელი და სომეხი მეხანძრეები, ბელარუსი მაშველები და თურქი მფრინავები არიან ჩართულნი.

ხანძრის გავრცელების არეალი ბორჯომის ხეობაში

XS
SM
MD
LG