ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შესაძლო ომის დანაშაული ყარაბაღში - ევროკავშირის წარმომადგენელი გამოძიებას ითხოვს


ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროების მიერ ჩადენილ, შესაძლო ომის დანაშაულის გამოძიებას ითხოვს.

ტოივო კლაარი, რომელიც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელია კავკასიასა და საქართველოში, ამბობს, რომ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოები დამოუკიდებელ გამოძიებას საჭიროებს, რათა მოხდეს მისი ავთენტურობის დადგენა და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემა.

„კონფლიქტმა ორივე მხარეს ღრმა ჭრილობები დატოვა," - ამბობს კლაარი, რომელმაც განცხადება „ტვიტერში“ გაავრცელა.

მანამდე კი 2 ოქტომბერს, სოციალურ ვიდეოში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ კლავენ სავარაუდოდ აზერბაიჯენელი სამხედროები სავარაუდოდ სომეხ ტყვეს, ახლო მანძილიდან.

კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას, სავარაუდოდ სომეხი ჯარისკაცები გარდაცვლილ ადამიანებს, რომლებიც სავარაუდოდ აზერბაიჯანელები არიან.

არცერთი ვიდეოს ავთენტურობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის. ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოების ტექსტებში ნათქვამია, რომ კადრები 2022 წლის შემოდგომაზეა გადაღებული, როცა ყარაბაღში შეტაკებები განახლდა. ეს შეტაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყველაზე მასშტაბურია 2020 წლის ომის შემდეგ. ოფიციალური მონაცემებით შეტაკებებს უკვე ემსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი.

მხარეებს შორის ყარაბაღის ირგვლივ დაპირისპირება სათავეს 1990-იანი წლებიდან იღებს. ომს ქვეყნებს შორის უკვე ემსხვერპლა 30 000-ზე მეტი ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG