ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის უშიშროების მრჩეველი თურქ კოლეგას შეხვდა


ჯეიკ სალივანი
ჯეიკ სალივანი

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის მრჩეველს იბრაჰიმ კალინს. შეხვედრა კვირას სტამბოლში გაიმართა და ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ამავე ინფორმაციით, მათ თურქეთისგან უკრაინის ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ანექსიის დაგმობის საკითხიც განიხილეს. შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებისთვის წინასწარ ცნობილი არ იყო.

ნატოს წევრი ქვეყანა - თურქეთი - რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ერთგვარ დაბალანსებულ პოზიციას იკავებს. ანკარა ეწინააღმდეგება დასავლურ სანქციებს და მოსკოვთან და კიევთანაც კავშირებს ინარჩუნებს. თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა მთავრობამ ოფიციალურად დაგნო და უკრაინას აქტიურად ამარაგებს საბრძოლო, თურქული წარმოების დრონებით.

შვედეთმა და ფინეთმა ნატოს წევრობა სწორედ უკრაინის მიმართ რუსეთის განახლებული აგრესიის შემდეგ გადაწყვიტეს. თურქეთი მათ გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ამ ზაფხულს მადრიდის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შედეგად, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. თურქეთმა გადაწყვეტილება აღარ დაბლოკა და ჩრდილო ევროპული ქვეყნებისგან მიიღო გარანტია, რომ იმუშავებენ საკითხებზე, რომლებიც ანკარას აწუხებს.

სალივანისა და კალინის შეხვედრაზე ასევე განხილული იყო სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერის საკითხი. ასევე დიალოგისა და დიპლომატიის მნიშვნელობა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში უთანხმოებების გადასაწყვეტად და მათ მიერ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობის დაგმობა. ამის შესახებ შეხვედრის თაობაზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 ოქტომბერს რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის თაობაზე საერთაშორისო კანონმდებლობის "უხეში დარღვევა" უწოდა და განმარტა, რომ ანკარამ ანალოგიურად უარი თქვა ეღიარებინა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო მიტაცება. განცხადებაში გამოთქმულია მხარდაჭერა მოლაპარაკებების გზით უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG