ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევა დაიწყო


აფხაზი ჯარისკაცები. "რადიო თავისუფლების" ფოტო

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სამხედრო სამსახურში გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა.

სააგენტო "აფსნიპრესის" თანახმად, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტს, სოხუმის ადმინისტრაციასა და დე ფაქტო რაიონის გამგეობებს დაევალათ უზრუნველყონ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

მანამდე აფხაზეთში სამობილიზაციო მოსამზადებელი რეკომენდაციების სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. 26 სექტემბერს კი ასლან ბჟანია ქალაქებისა და რაიონების „ხელმძღვანელებს “ შეხვდა და ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაოთი დაინტერესდა.

რუსეთში 21 სექტემბერს „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში აქტიურად განიხილება საკითხი, შეეხება თუ არა ის დე ფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებლებს.

სოხუმში ფიქრობენ, რომ მობილიზაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემა „მედუზას“ უამბო, რომ კრემლში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მობილიზაციის საკითხსაც განიხილავენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG