ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა არჩევნებში გაიმარჯვა


ლატვიის პრემიერ-მინისტრ ქრისიანის კარინსის მემარჯვენე-ცენტრისტულმა ახალი ერთობის პარტიამ, წინასწარი შედეგების თანახმად, შაბათს გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა და მის მიერ მოპოვებული ხმების 19 პროცენტი საშუალებას მისცემს კიდევ ერთ კოალიციურ მთავრობას უხელმძღვანელოს.

საარჩევნო ოლქების 91 პროცენტის დათვლის შედეგები ნიშნავს, რომ ლატვია, ბალტიელ მეზობლებთან, ლიეტუვასთან და ესტონეთთან ერთად დარჩება წამყვან ხმად, რომელიც ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციისკენ უბიძგებს.

კარინსის პარტია კვლავ გახდა პარტია, რომელსაც არჩევნების შემდეგ ყველაზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა. ახლანდელი კოალიცია 100 ადგილიან პარლამენტში 42 ადგილს მიიღებს, ამიტომ კარინსს სჭირდება დამატებითი მოკავშირეები, რათა პრემიერის თანამდებობა შეინარჩუნოს.

პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად საჭირო ხმების რაოდენობა 9 პარტიამ მოიპოვა.

კამპანიის შემდეგ, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო უსაფრთხოებაზე შეშფოთების თანხლებით მიმდინარეობდა, კარინსმა სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ იმუშავებს, რათა თანამოაზრე პარტიების კოალიცია შექმნას.

57 წლის კარინსმა, პირველმა ლატვიელმა მთავრობის მეთაურმა, რომელიც სრული ოთხწლიანი ვადით იმსახურებს და აშშ-ის და ლატვიის ორმაგი მოქალაქეა, უპირატესობა მოსკოვის მიმართ თავისი პოლიტიკით მიიღო, რომელიც რუსეთიდან და ბელარუსიდან რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის შეზღუდვას შეიცავდა.

„ვერ ვხედავ შანსს, რომ ლატვიის რომელიმე მთავრობამ უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტოს. ეს არ არის პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფის ხედვა, ეს ჩვენი საზოგადოების ხედვაა,“ თქვა კარინსმა.

თუმცა მის გამარჯვებას შეეძლება გააფართოოს ბზარი ქვეყნის ლატვიელ უმრავლესობასა და მის რუსულენოვან უმცირესობას შორის, საზოგადოებაში მათი ადგილის გამო იმ დროს , როდესაც უკრაინაში მოსკოვის ქმედებებმა ეროვნულ დონეზე აღშფოთება გამოიწვია.

XS
SM
MD
LG