ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქარიშხალ "იანის" მსხვერპლმა 40-ს გადააჭარბა


ქარიშხალ „იანის“ მსხვერპლთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა. ეს ქარიშხალი ერთ-ერთი უმძლავრესია, რომელიც შეერთებულ შტატებში ოდესმე ყოფილა. პრეზიდენტი ბაიდენი ამ კვირის ბოლოს ფლორიდაში გაემგზავრება, რათა მიყენებული ზიანი შეამოწმოს.

ფლორიდის შეძრწუნებული თემები მხოლოდ ახლა იწყებენ ნგრევის სრული მასშტაბის დანახვას. შტატის სამხრეთ დასავლეთ სანაპიროზე, მაშველები დატბორილ უბნებში გადარჩენილებს ჯერ კიდევ ეძებენ.

სახლები, რესტორნები და ბიზნესები დაინგრა, როდესაც ოთხშაბათს, მეოთხე კატეგორიის სიმძლავრის ქარიშხალი „იანი“ სანაპიროზე შეიჭრა.

შაბათ ღამით, შტატის სამედიცინო ექსპერტიზის კომისიამ განაცხადა, რომ შტატის ფარგლებში ქარიშხალთან დაკავშირებული სიკვდილის რიცხვი 44-მდე გაიზარდა, მაგრამ საგრაფოებიდან სიკვდილის დამატებითი შემთხვევების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ შემოდიოდა, რაც მიანიშნებს რომ საბოლოო ციფრი ბევრად მაღალი იქნება.

თეთრი სახლის პრეს-მდივნის მიერ გამოქვეყნებული „ტვიტერის“ შეტყობინების თანახმად, ბაიდენი და მისი მეუღლე ფლორიდაში ოთხშაბათს ჩავლენ, მაგრამ ორშაბათს პრეზიდენტი ჯერ პუერტო-რიკოში ჩავა ნგრევის შესამოწმებლად, რომელიც სხვა ქარიშხალმა, „ფიონამ“ გასულ თვეში მოიტანა.

შაბათ ღამისთვის, ფლორიდაში 900 ათასზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, რაც ევაკუირებული ადამიანების შინ დაბრუნებას და დანაკარგის შეფასებას აფერხებდა.

„იანმა“ ფლორიდას გადაუარა და ატლანტის ოკეანეში გადავიდა, სანამ კვლავ აშშ-ის ტერიტორიას დაუბრუნდებოდა და ამჯერად სამხრეთ კაროლინის სანაპიროს, პირველი კატეგორიის ქარიშხლად მოევლინა. ქარის მაქსიმალური სტაბილური სიჩქარე კი 140 კმ/საათში იყო.

XS
SM
MD
LG