ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქარიშხალი "ნიკოლასი" ტეხასშია


ტეხასის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხლი „ნიკოლასი“ უტევს. ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, „ნიკოლასმა“ სანაპიროზე შუაღამეს მიაღწია.

ქარიშხლის სიჩქარე საათში 120 კილომეტრს აღწევს. ამ მაჩვენებლით, ის პირველი კატეგორიის ქარიშხლად კლასიფიცირდება. 2021 წლის ქარიშხლების სეზონზე ეს უკვე 6 ქარიშხალია.

ქარიშხალს უკვე თან ახლავს ძლიერი წვიმა. სინოპტიკოსების პროგნოზითის მოძრაობას ჩრდილო-აღმოსავლეთ ბილიკზე განაგრძობს და ლუიზიანისკენ გაემართება.

ქარიშხლების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ არსებობს შესაძლებლობა, ერთი ან ორი ტორნადო, დღეს ზემო ტეხასისა და ლუიზიანის სანაპიროზე გამოჩნდეს.

2017 წელს, ტეხასის ქალაქი ჰიუსტონი, ქარიშხალმა ჰარვიმ დატბორა. მაშინ ნალექის სიმაღლებ 152 სანტიმეტრს მიაღწია.

„უსმინეთ ადგილობრივ ამინდის პროგნოზებს და განგაშის შეტყობინებებს, უსაფრთხოების რეკომენდაციებს და თქვენ ამ ქარიშხალსაც გაუმკლავდებით, როგორც სხვა მრავალ ქარიშალს“ - ასე მიმართა ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებიტმა ქალაქ ჰიუსტონის მკვიდრებს.

სინოპტიკოსები მოელიან, რომ ნიკოლასი მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში დასუსტდება.

XS
SM
MD
LG