ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინულ ძალებს სამხრეთით მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს


უკრაინულმა ძალებმა, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ქვეყნის სამხრეში მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინა. უკრაინის არმიამ გადალახა ფრონტის ხაზი და ათასობით რუსი ჯარისკაცის ალყაში მოქცევით, მდინარე დნიპროს გასწვრივ მიიწევს.

კიევს ეს მიღწევები ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ რუსული წყაროები ადასტურებს, რომ უკრაინულ სატანკო შეტევას, დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე, ათეულობით კილომეტრის წინსვლა აქვს. უკრაინულმა ძალებმა, გზად რამდენიმე სეოფელი დაიბრუნეს.

„დიახ, მართლაც იყო გარღვევა“ - განაცხადა ოკუპირებული ხერსონის რეგიონში რუსეთის მიერ ხელდასმულმა ე.წ. მმართველმა, ვლადიმირ სალდომ. მან აღნიშნული განცხადება რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას გააკეთა.

„მდინარე დნიპროს გასწვრივ არის დასახლება, სახელად დუდჩანი. ამ რეგიონში იყო გარღვევა და ის ახლა უკრაინული ძალების მიერ არის ოკუპირებული“ - აცხადებს სალდო.

წინა დღის ყოფილი ფრონტის ხაზიდან, სოფელი დუდჩანი სამხრეთით, 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ეს მიუთითებს, რომ მთელი ომის განმავლობაში, აღნიშული ფაქტი უკრაინული ძალების ერთ-ერთი უსწრაფესი წინსვლაა. სამხრეთის მიმართულებით კი - ყველაზე სწრაფი.

ოფიციალური კიევი წინსვლის შესახებ ჯერ დუმილს ინარჩუნებს, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ, სოციალურ მედიაში უკრაინელი ჯარისკაცების ფოტო გამოქავეყნა, რომელზეც ისინი დროშით ხელში, ანგელოსის ქანდაკებასთან დგანან. მრჩეველი ამბობს, რომ ფოტო სოფელ მიხაილოვკაშია გადაღებული, რომელიც წინა ფრონტის ხაზიდან, 20 კილომეტრითაა ქვეყნის სიღრმისკენ დაცილებული.

„გასულ დღეებში პირველი ფოტო ჩვენ ვიხილეთ ოსოკორივკიდან... ვიხილეთ ჩვენი ძალები მიხაილოვკის შესასვლელთან, ხრეშჩევნიკაში. ეს ნიშნავს, რომ ზოლოტა ბალკაც ჩვენი ძალების კონტროლის ქვეშაა და ანუ, ჩვენი ძალები, დნეპრის სანაპიროებზე წინ ძლიერად მიიწევს. ოფიციალურად, ასეთი დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ რუსულ სოციალურ ქსელებში სრული პანიკაა და ეს ამ ფოტოებს ბოლომდე ადასტურებს“ - აცხადებს სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას სერჰი ხლანი, ხერსონის რეგიონული საბჭოს წევრი.

აღმოსავლეთის ტაქტიკის მსგავსად

სამხრეთში მიღწეული წინსვლა, თითქმის სრულად იმეორებს ტაქტიკას, რომელმაც სექტემბრის დასაწყისში, კიევს აღმოსავლეთ უკრაინაში მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა. აღმოსავლეთში, უკრაინულმა ძალებმა შეძლო, რომ კონტროლი მოეპოვებინა რუსეთის მომარაგების ხაზებზე და მათ უკანდახევა აიძულა.

მოსკოვში, წითელ მოდანზე გამართული კონცერტიდან რამდენიმე საათში, სადაც ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის ოკუპირებული დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიის რეგიონები, რუსეთის ტერიტორიებად გამოაცხადა, უკრაინამ დონეცკის ჩრდილოეთით, მთავარი რუსლი ბასტიონი - ლიმანი დაიბრუნა.

რუსული ჯარის "გასაჭირი" დასავლური სანქციების ფონზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:08 0:00

ეს უკრაინულ ძალებს, ლუჰანსკის სიღრმეში წინსვლისთვის უხსნის გზას, რაც საფრთხეს უქმნის მოსკოვის მიწოდების მთავარ მარშრუტებს იმ ტერიტორიებისკენ, რომლებიც ივნისსა და ივლისში დაიპყრო.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე მიღწეულ წარმატებას, პუტინი ესკალაციით პასუხობს - ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გამოცხადებით, ნაწილობივი სამხედრო მობილიზაციითა და ბირთვული შურისძიების მუქარით.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG