ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა ბრიტანეთს შესაძლოა ახალი რეფერენდუმის ჩატარება სთხოვოს


ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ეკონომიკური კავშირის მოთმინება ილევა, რადგან დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლისთვის დაწესებული ვადა ორ კვირაში იწურება და გაერთიანებული სამეფო ამისთვის მზად ჯერ არ არის. ევროკავშირი აცხადებს, რომ მზადაა ბრიტანეთს ვადა გაუგრძელოს, თუმცა ამას მკაცრი პირობები დაუკავშირდება.

ეკონომიკური ბლოკის ახალი პირობებში შეიძლება შევიდეს ბრიტანეთში ახალი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნა. ამ ფონზე, გაერთიანებული სამეფოს ქვედა პალატაში, ხუთშაბათს დეპუტატებმა კენჭი უყარეს ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით ახალი რეფერენდუმის ჩატარებას. კანონპროექტმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ სასურველია, ბრიტანეთს ხანგრძლივი გადავადება მიეცეს ქვეყანაში კონსესუსის შესამუშავებლად. მან ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა ბრიტანეთს დამატებით, სულ მცირე, ერთი წელი, ან კიდევ უფრო ხანგრძლივი გადავადების უფლება მისცენ მყარი პოზიციის შესამუშავებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG