ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრექსიტი და ანტისემიტიზმი - განხეთქილება ბრიტანეთის პარლამენტში


შვიდმა კანონმდებელმა დატოვა ბრიტანეთის მთავარი ოპოზიციური ძალის, ლეიბორისტული პარტიის რიგები. მთავარ მიზეზად ისინი პარტიის ლიდერების დამოკიდებულებას ასახელებენ ბრექსიტის და ანტისემიტიზმის პრობლემების მიმართ.

პარლამენტარები აცხადებენ, რომ ისინი დამოუკიდებელი ჯგუფის ჩამოყალიბებას გეგმავენ და იმედი აქვთ, რომ მათ სხვა კანონმდებლებიც შეუერთდებიან. ორშაბათს, ჟურნალისტებთან საუბარში ბრიტანელმა პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ლეიბორისტული პარტია ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც მას სათავეში 2015 წელს, ჯერემი კორბინი ჩაუდგა. კორბინი აცხადებს, რომ ვეღარ აიტანს მემარცხენე ცენტრისტულ შეხედულებებს პარტიაში.

ბზარი ლეიბორისტებს შორის ბრექსიტის (ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების) რეფერენდუმის შემდეგ გაჩნდა. ბევრი ტრადიციული შეხედულების მქონე ლეიბორისტი, უფრო ჩრდილოეთ ინგლისიდან, ევროპის კავშირის დატოვებას ემხრობოდა. კანონმდებლების უმეტესობა კი ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო.

პარლამენტარები კორბინს ანტისემიტიზმზე არასათანადო რეაგირების გამოც აკრიტიკებენ. ლუსიანა ბერგერი, ერთ-ერთი ებრაელი პარლამენტარი, რომელმაც ლეიბორისტული პარტია დატოვა, ამბობს, რომ პარტია "ინსტიტუციურად ანტისემიტურია". პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი ისრაელის მთავრობის ცნობილი კრიტიკოსი და პალესტინელების უფლებების დიდი ხნის დამცველია.

ეს შეიძლება ითქვას, ლეიბორისტული პარტიის თანამედროვე ისტორიაში, ბოლო 38 წლის მანძილზე მომხდარი ყველაზე დიდი განხეთქილებააა. მსგავსი რამ ბოლოს 1981 წელს მოხდა, როცა ლეიბორისტული პარტია ოთხმა წამყვანმა წევრმა დატოვა. მათ მოგვიანებით სოციალ-დემოკრატიული პარტია დააფუძნეს.

XS
SM
MD
LG