ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია და საფრანგეთი ახალ პაქტს დებენ


საგზაო ნიშანი შენგენის ზონის დასაწყისთან ლუქსემბურგში
საგზაო ნიშანი შენგენის ზონის დასაწყისთან ლუქსემბურგში

56 წლის წინ, გერმანიამ და საფრანგეთმა ისტორიულ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც ელისეს შეთანხმების სახელით არის ცნობილი. შეთანხმებით დასრულდა ევროპის ორ ძლიერ სახელმწიფოს შორის საუკუნეების მანძილზე გაგრძელებული და მსოფლიო ომებით გართულებული მტრობის ისტორია.

ელისეს ხელშეკრულებამ დროს გაუძლო. მან არამარტო ორ ქვეყანას შორის თანამედროვე ტიპის ურთიერთთანამშრომლობა ჩამოაყალიბა, არამედ განამტკიცა მშვიდობა ევროპის კონტინენტზე და საფუძველი ჩაუყარა ევროპული ინტეგრაციის პროცესს, რომელიც შემდგომში ევროპის კავშირის შექმნით დასრულდა.

დღეს ორივე ქვეყნის ლიდერი ახალ პაქტს აწერს ხელს, რომლის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება ბრიტანეთის მიერ ევროპის კავშირის დატოვების ფონზე. უმაღლესი დონის შეხვედრა გერმანიაში გაიმართება და ახალ ხელშეკრულებას ხელს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოაწერენ.

გერმანია-საფრანგეთის ახალი შეთანხმება ქალაქ აჩენში დაიდება. ის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას და გაღრმავებას რამდენიმე მიმართულებით შეუწყობს ხელს. მათ შორის - განათლების, გარემოს დაცვის, უსაფრთხოების და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებითაც.

როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, ასევე გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები, შინ ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან და მათი პოზიციები საკუთარ სახელმწიფოებში საკმაოდ შერყეულია. ევროპის კონტინენტის ბევრ ქვეყანას უწევს გამკლავება მზარდ ნაციონალიზმთან და მწვავე პოლიტიკურ დაპირისპირებებთან ისეთ ძირეულ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკის, თავდაცვის და იმიგრაციის პრობლემები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG