ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყველაფერი, რაც "ბრექსიტზე" უნდა იცოდეთ


რას ნიშნავს "ბრექსიტი"?

"ბრექსიტი" (Brexit) მოკლე ტერმინია გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვების აღსანიშნავად. ბრიტანეთში გაერთიანების დატოვების შესახებ რეფენდუმი 2016 წლის ივნისში გაიმართა და მოსახლეობის 51.9 პროცენტმა ხმა მისცა გაერთიანების დატოვებას. რეფერენდუმში მონაწილეობა მოსახლეობის 71.8 პროცენტმა მიიღო.

ევროკავშირს ბრიტანეთის 1973 წელს შეუერთდა. თავდაპირველად მემარცხენე ფრონტი ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირში გაერთიანებას და ბრიუსელისთვის სუვერენტიტეტის ნაწილის დათმობას. თუმცა, მოგვიანებით ევროკავშირის წინააღდეგ უკვე მამარჯვენე ფრონტი იბრძოდა. მარგარეტ ტეტჩერის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ერთიანი ბაზრის შექმნას მხარს უჭერდა, ბრიტანეთის ევროკავშირთან ურთიერთობა გაცივდა.

ბრიუსელსა და ლონდონს შორის დაძაბულობამ კულმინაციას, საბოლოოდ, 2015 წელს პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონის საარჩევნო კამპანიის დროს მიაღწია. მან პირობა დადო, რომ რეფერნედუმს ჩაატარებდა. 2016 წელს მან ეს პირობა შეასრულა. საბოლოოდ, კამერონი ემხრობოდა გაერთიანებაში დარჩენას, თუმცა რეფერენდუმის შედეგების შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა და პრემიერ მინისტრის პოსტი ტერეზა მეიმ დაიკავა.

რა ეტაპზეა ეს პროცესი?

ბრიტანეთმა 2017 წლის 29 მარტს, ევროკავშირს ოფიციალურად შეატყობინა გაერთინების დატოვების სურვილის შესახებ. ლონდონმა ევროკავშირის ლისაბონის შეთანხმების (რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაერთიანების "კონსტიტუციის" ფუნქციას ირგებს) 50 მუხლი აამოქმედა, რომელიც საშუალებას აძლევს გაერთიანების წევრ სახელმწიფოს დატოვოს ბლოკი. შედეგად მხარეებს ორი წელი მიეცათ პირობებზე შესათანხმებალად. სწორედ ამიტომ, საბოლოო ვადა 2019 წლის 29 მარტია. ამ ეტაპზე ორივე მხარე ამ თარიღს განიხილავს, როგორც საბოლოოს. ეს პირობა ტერეზა მეის ინიციატივით ბრიტანეთის კანონად იქცა.

თუ პარლამენტი არ დათანხმდება მეის მიერ ბრიუსელთან მოლაპარაკებულ პირობებს გაერთიანების დატოვების გარშემო, ამ შემთხვევაში სიტუაცია რთულდება. ამან შესაძლოა საყოველთაო არჩევნები, კიდევ ერთი რეფერენდუმი ან/და ორივე მათგანი გამოიწვიოს. მეის მიერ მოლაპარაკებულ შეთანხმებას კანონმდებლების დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს. მათ შორის საკუთარი პარტიიდან. ხოლო, ბრიუსელი არ გეგმავს დამატებით დათმობებზე წასვლას.

მოვლენები შესაძლოა სამი მიმართულებით განვითარდეს:

1. ტერეზა მეიმ მოიპოვოს მხარდაჭერა და შეთანხმებული პირობებით დატოვოს გაერთიანება, რის შემდეგაც გარდამავალ პერიოდში ბრიუსელი და ლონდონი საბაჟო თუ თავისუფალი გადაადგილების საკითხებზე შეთანხმდებიან.

2. ჩატარდეს ხელახალი რეფერენდუმი, თუ მომავალ კვირას მხარს არ დაუჭრენ ტერეზა მეის წინადადებას.

3. ლონდომა ევროკავშირი შეთახნმების გარეშე დატოვოს.

როგორია განწყობებია დღეს მოსახლეობაში?

საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ დღეს უფრო მეტი ადამიანი, მოსახლეობის 54%, ევროკავშირში დარჩენას ემხრობა. თუმცა მოქალაქეების აზრი გაყოფილია, ორივე მხარე, მომხრე და მოწინააღმდეგე, დემონსტრაციებს მართავს.

ბრექსიტი შეეხება ყველაფერს, ირლანდიის რეპუბლიკასთან ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრიდან დაწყებული, შოტლანდიის ბედით თუ თავისუფალი მოძრაობის, პენსიების, განათლების და ჯანდაცვის საკითხებით დასრულებული.

თუ გაერთიანებული სამეფო შეთანხმების გარეშე დატოვებს ევროკავშირს, ამან შესაძლოა, ეკონომიკური კუთხით დიდ ბრიტანეთს დიდი დარტყმა მიაყენოს. ამ დროისთვის სხვადასხვა ინდუსტრიები ემზადებიან ამ სცენარისთვის.

ევროკავშირთან გაყრა დიდი ბრიტანეთისთვის რთული პროცესი აღმოჩნდა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG