ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვლევა: მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობას კიბერ თავდასხმები აღელვებს


კიბერ-თავდასხმა არჩევნებზე, საჯარო ინფრასტრუქტურაზე და ეროვნულ უსაფრთხოებზე ყოველდღიურ რეალობად აღიქმება. სწორედ ამას აჩვენებს უკანასკნელი გამოკითხვა რომელიც „პიუს კვლევითმა ცენტრმა“ გამოაქვეყნა. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ადამიანები ფიქრობენ, რომ მათი მთავრობა ამ ახალი ტიპის გამოწვევისთვის მზად არ არის.

“პიუს კვლევითი ცენტრის“ გამოკითხვის მიხედვით 26 ქვეყნიდან გამოკითხული 27,000 ადამიანის 47 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი მთავრობები არ არიან მზად კიბერ ინციდენტის თავიდან ასაცილებლად. 74 პროცენტი მიიჩნევს, რომ კიბერ თავდასხმის შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომა იქნება შესაძლებელი და 69 პროცენტი ფიქრობს, რომ ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში საჯარო ინფრასტრუქტურა დაზიანდება. გამოკითხულთა 61-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნები კიბერ თავდასხმის სამიზნეა.

ისრაელსა და რუსეთში მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი ფიქრობს, რომ მათი მთავრობა კიბერ საფრთხისთვის მზადაა. ხოლო ბრაზილიისა და არგენტინის მოსახლეობა ყველაზე ნაკლებადაა დარწმუნებული მათი ქვეყნის მზაობაში კიბერ უსაფრთხოების კუთხით. ისეთ განვითარებულ ეკონომიკურ ქვეყნებში, როგორიც გერმანია და იაპონიაა, მოსახლეობა ფიქრობს, რომ მათი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ამ ახალი ტიპის საფრთხეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ კიბერ თავდასხმები გაგრძელდება. 2006 წლის შემდეგ შეერთებული შტატები 100-ზე მეტი კიბერ შეტევის სამიზნე გახდა. მოსახლეობის 80 პროცენტი მიიჩნევს, რომ თავდასხმის დროს საჯარო ინფრასტრუქტურა დაზიანდება, და მისი სამიზნე ეროვნული უსაფრთხოება და არჩევნები იქნება.

ამერიკელთა უმეტესობა თვლის, რომ ქვეყანა კიბერ შეტევისთვის მზადაა, თუმცა ეს მაჩვენებელი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით მერყებს. რესპუბლიკელთა 60 პროცენტი ფიქრობს, რომ ამერიკა მზადაა ამ გამოწვევისთვის. მსგავსი შეხედულება დემოკრატთა მხოლოდ 47 პროცენტს აქვს.

„პიუს კვლევითმა ცენტრმა“ მსგავსი ტენდენცია ბევრ სხვა ქვეყანაში შეამჩნია. რუსეთში ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერთა 75 პროცენტი დარწმუნებულია ქვეყნის მზაობაში კიბერ თავდასხმის შემთხვევაში.

კიბერ საფრთხის მიმართ მიდგომა ასევე განსხვავდება ასაკის მიხედვით.

დასავლეთის ქვეყნებში, „პიუს კვლევითი ცენტრის“ გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები ნაკლებად ღელავენ კიბერუსაფრთხოებაზე, ვიდრე უფროსი თაობა. შვედეთში, 50 წელს ზემოთ მოსახლეობის 82 პროცენტი ფიქრობს, რომ ინფრასტრუქტურაზე კიბერ შეტევების საფრთხე არსებობს, მაშინ როცა18-29 წლამდე ახალგაზრდების მხოლოდ 53 პროცენტს აქვს ეს შეხედულება.

„პის კვლევითი ცენტრის“ კვლევა 2018 წლის 14 მაისიდან 12 აგვისტომდე პირდაპირი და სატელეფონო გამოკითხვებით ჩატარდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG